mobliurebi
mobliurebi

თუ მიიღებთ 1 კოვზ ვაშლის ძმარს ყოველდღე 2 თვის განმავლობაში, ის დაგავიწყებთ აქ ჩამოთვლილ პრობლემებს!

ვაშლის ძმარს მრვალი გამოყენება აქვს, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის საჭმელებში, სალათებსა თუ სოუსებში, ასევე გამოიყენება საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებად და მას იყენებენ მებაღეობაშიც კი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის !

ვაშლის ძმარი გამოიყენებე შემდეგ შემთხვევებში:

ტერფების დაჭიმულობა - 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლი შეურიოთ 1 ჭიქა თბილ წყალში. დალიეთ ეს საშუალება ღამით და ფეხებზე სპაზმისგან განთავისუფლდებით.

ენერგიის მომატება - ვაშლის ძმარი შეიცავს კალიუმს და ფერმენტებს, რომლებიც ებრძვიან დაღლილობას, ამინომჟავები კი ხელს უშლის სხეულში რძემჟავის დაგროვებას.

ყელის ტკივილი - გახსენით 1/3 ჭიქა ვაშლის ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში. მტკივანი ყელი მალევე ჩაგიწყნარდებათ.

საჭმლის გადამუშავება - ყოველდღე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში გასანილი და კუჭში მჟავის შემცველობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. მასში არსებული პექტინი კი დაამშვიდებს ნაწლავების სპაზმებს.

კანის გაღიზიანება - ვაშლის ძმარი კარგია კანის სხვადასხვა პრობლემასთანაც, როგორიცაა მზის დამწვრობა, ნაკბენები და სხვა.

კონდილომები (მეჭეჭები) - ვაშლის ძმარში ძმარმჟავას მაღალი შემცველობა დაგეხმარებათ მეჭეჭების აღმოფხვრაში. დაასველეთ ბამბა ძმარში და წაისვით მეჭეჭებზე, დაიდეთ ლეიკო და დატოვეთ დილამდე.

დიაბეტი - ძმარს აქვს ძლიერი ანტიგლიკემიური მოქმედება, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ძმარმჟავა კი ხელს უშლის რთული ნახშირწყლების სრულ მონელებას.

გულის ჯანმრთელობა - ვაშლის ძმარი სხვადასხვა გზით აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.

მოამზადეთ ვაშლის ძმარი თავად

გარეცხილი ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხეზე, შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში და დაასხით თბილი წყალი (1კგ გახეხილ ვაშლს 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გრ თაფლი ან შაქარი, 10 გრ საფუარი და 20 გრ მშრალი შავი პური. ჭურჭელს თავი აარ დააფაროთ და ისე დადგით ბნელ ოთახში სადაც ტემპერატურა 20-30 გრადუსი იქნება და ყოველდღე 2-3-ჯერ მოურიეთ ხის კოვზით. 10 დღის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გრ თაფლი ან შაქარი და აურიეთ. ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და შეინახეთ სითბოში, რომ დუღილი გააგრძელოს. როცა დუღილს შეწყვეტს, ძმარიც მზად იქნება. ამ პროცესს  დაახლოებით 2 თვე სჭირდება. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება