შავი წერტილების მოსაშორებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც ყველა სახლის სამზარეულოში მოიპოვება.

შავი წერტილები ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურება, და ესეც რომ არა, ცუდად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და თავდაჯერებულობაზე. თქვენ შეგიძლიათ ძალის დატანებით ამოყაროთ ისინი ფორებიდან, მაგრამ ამ გზით დააზიანოთ კანის სტრუქტურა. მე ყოველთვის ბუნებრივ მეთოდებს ვანიჭებ უპირატესობას. თქვენც შეგიძლიათ მოამზადოთ საკუთარი ხელით შავი წერტილების მოსაშორებელი საშუალება.

რეცეპტი 1:

თქვენ გჭირდებათ ორი მარტივი ინგრედიენტი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ სამზარეულოში:

  • 1 ს.კ ჟელატინის ფხვნილი
  • 1 ს.კ რძე

მომზადება მარტივია: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი რძე და შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი. შემდეგ კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ მყარ შემადგენლობას.
მოათავსეთ ჭუეჭელი მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით საშუალო ტემპერატურაზე.

თითით ამოიღეთ მიღებულ ნარევი და წაისვით ნაზავი ცხვირზე.
გააჩერეთ ის გასაშრობად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ფრთხილად მოიცალეთ.

ნიღაბზე დაინახავთ შავ წერტილებს და მინარევებს, რომლებიც თქვენს კანში იყო ჩამჯდარი.

რჩევა: გირჩევთ გამოიყენოთ გამჭვირვალე, აალებადი ჟელატინი. რაც შეეხება რძეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რომელიც გაქვთ მაცივარში.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა შავი წერტილების მოსაშორებლად. მაშინაც კი, თუ ბევრი თავისუფალი დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ დაუთმოთ დრო ამ სწრაფ და ეფექტურ ხელნაკეთ საშუალებას.

რეცეპტი 2:

  • 1 ს.კ. კოვზი შაქარი,
  • 2 ჩაის კოვზი საკვები ჟელატინი
  • 1 კვერცხის ცილა

0 6 e1649762073664

შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. შემდეგ მიღებული ნარევის ნახევარი წაისვით სახეზე და დაელოდეთ სანამ გაშრება. დანარჩენი წაისვით უკვე გამშრალზე და თითებით “მოეფერეთ” სახის კანს. ხელებსა და სახის კანს შორის წარმოიქმნება წებოვანი მასა, რომელიც აშორებს ყველაფერს ფორებიდან. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს პროცესი მანამ, სანამ კანზე წებოვნება არ გაქრება. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით და აუცილებლად წაისვით სახეზე დამატენიანებელიც.

რჩევა: ამ მეთოდის გამოყენებით შავი წერტილების სრულად მოსაშორებლად საჭიროა ნიღაბი კვირაში რამდენჯერმე წაისვათ.

მშრალი კანის მფლობელებმა ეს ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ შავი წერტილების დაგროვების ადგილებში: ცხვირზე, ნიკაპზე, შუბლის ნაწილზე.

ცხიმიანი კანის მქონე ქალებს შეუძლიათ ნიღბის წასმა მთელ სახეზე.

Facebook კომენტარები