დედაჩემი 75 წლის არის და შემიძლია ვთქვა, რომ სიბერეში გამოჯანმრთელდა, რასაც ვაშლის ძმარს უნდა ვუმადლოდეთ.

დედაჩემს რამდენიმე წელია უამრავი დაავადება აწუხებდა(რევმატიზმი, კოლიტი, ვენების გაგანიერება). ვაშლის ძმრის მიღების დაწყებიდან კუჭის მუშაობა თანდათანობით მოუწესრიგდა, ფეხებს იზელდა ამ ძმრით, ვენები უკვე აღარ აწუხებს.

ყოველ დილით იღებს თაფლიან წყალში გაზავებულ 1 ს/კ ვაშლის ძმარს.

ძმრის მომზადებას არავის ანდბს და თვითონ ამზადებს, თუმცა რეცეპტი გაგვიმხილა და მინდა ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი, გაშავებული ადგილები, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1კგ გახეხილ ვაშლს 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გრ თაფლი ან შაქარი, 10 გრ საფუარი და 20 გრ მშრალი შავი პური. დადგით თავღია ჭურჭლით ბნელ ოთახში 20-30 გრადუსზე და ყოველდღე 2-3-ჯერ მოურიეთ ხის კოვზით. 10 დღის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და ფართოპირიან ჭურჭელში ჩაასხით. ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გრ თაფლი ან შაქარი, აურიეთ. ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და შეინახეთ სითბოში, რათა დუღილი განაგრძოს, როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება. ამას დაახლოებით 40-50 დღე სჭირდება. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ცხოველმყოფელობისათვის. ამას გარდა, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

უნდა გაგაფრთხილოთ, ძმრის მჟავამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება წყლულოვანი კოლიტი და ღვიძლის ციროზი გამოიწვიოს.

  1. ყოველდღიურად უზმოზე მხოლოდ 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის მიღება შეიძლება და თანაც არა სუფთა, არამედ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის თაფლიან წყალში გახსნილისა (1ჩ/კ თაფლი ჭიქა წყალზე).
  2. დაღლილობის მოსახსნელად 2 ს/კ ვაშლის ძმარი 250 გ წყალში გახსენით და ხსნარით ტანი დაიზილეთ.
  3. თუ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაიზილეთ.
  4. ვაშლის ძმარი სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაცაა
  5. ხოლო თუ დაბანის შემდეგ მის წყალხსნარს თმაზე გადაივლებთ, ის ბზინვარებას შეიძენს.

შენიშვნა: ვაშლის ძმრის დალევის შემდეგ პირში წყლის გამოვლება არ დაგავიწყდეთ, რადგანმჟავა კბილის მინანქარს აზიანებს.

Facebook კომენტარები