ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს!

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს!

ბოლო ხანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საქართველოს მოსახლეობის
თვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ის შეიძლება იყოს:

  • დიფუზური,
  • კვანძოვანი
  • შერეული.

პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ყოველგვარ დაავადებას ჩიყვს უწოდებენ, ეს კი შეცდომაა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ყოველთვის არ ახლავს თან ამ ორგანოს გადიდება. ამ შემთხვევაში ჩიყვზე საუბარი უადგილოა. ამ ორგანოს დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტია. ასევე შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია გამოწვეული იყოს თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემების თანდაყოლილი დეფექტით, ეთნიკური ან გენეტიკური განწყობით, სტრესული და სხვა ეგზოგენური ფაქტორებით, მაგალითად, თამბაქოს მოხმარებით.

სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი

„სუბკლინიკური“ უსიმპტომოდ, კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეს ნიშნავს. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დიაგნოსტირება მხოლოდ ჰორმონული კვლევის მეშვეობით არის შესაძლებელი. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი ხშირია ხანდაზმულ ქალებში.

30-50 წლის ასაკში ქალები 8-10-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. როგორია მისი კლინიკური გამოვლინება?

ჰიპერთირეოზის დროს პაციენტები უჩივიან:

  • გულის აჩქარებას;
  • გულისცემის მკვეთრ შეგრძნებას;
  • არტერიული წნევის მომატებას;
  • წონის კლებას;
  • სიცხის აუტანლობას;
  • საღამოს სუბფებრილიტეტს;
  • აღგზნებადობას;
  • ასთენიას;
  • შინაგან თრთოლას;
  • კანკალს;
  • კუნთების სისუსტეს;
  • სახსრების ტკივილს;
  • დიარეას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

აუტოიმუნური თირეოიდიტი

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს გახლავთ ორგანოსპეციფიკური, მულტიფაქტორული პათოლოგია, რომლის დროსაც განსაზღვრული მემკვიდრეობითი განწყობა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად რეალიზდება. ეუთირეოზის დროს კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება.

კვანძოვანი ჩიყვი

კვანძოვანი ჩიყვი ის პათოლოგიაა, რომლის დიაგნოზიც ყველაზე მეტად აშინებს პაციენტს და რომელიც მისთვის მუდამ „ოპერაციასთან“ ასოცირდება. ეს დიაგნოზი ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ არც პანიკის საფუძველს იძლევა. კვანძოვანი ჩიყვი შედარებით ხშირია ქალებს, ხანდაზმულებსა და იოდდეფიციტური რეგიონების მკვიდრთა შორის.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მწეველებსა და ჭარბი წონის მქონე პირებს უფრო მაღალი აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა განვითარების რისკი, ამიტომ წონის კლება და თამბაქოსთვის თავის დანებება დაავადების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში ერთობ პოპულარული რუჯი ულტრაიისფერი სხივებით დასხივების შედეგია, ეს უკანასკნელი კი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს. ძალიან ბანალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სასმელი წყალი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩიყვის, არამედ მრავალი სხვა დაავადების თავიდან ასაცილებლადაც.

როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ხალხური მედიცინით?

თუ ფარისებრი ჯირკვალი გაგიდიდდათ და მასში კვანძები გაჩნდა, ჯავზის (მუსკატის) კაკალი გიშველით. ეს რეცეპტი დიდი ხნის წინათ მასწავლეს და არაერთხელგ გამოვცადე საკუთარ თავზეც და ახლობლებზეც. იმედი მაქვს, თქვენც დაგეხმარებათ:

muskatiskakali e1649250911485

მომზადება:

გახეხეთ 3-5 ც ჯავზის (მუსკატის) კაკალი, სულ დაახლოებით 15 გრ უნდა იყოს. დაასხით 0,5 ლ არაყი და დადგით ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ დილაობით ან დილა-საღამოს. როცა წამალი გაგითავდებათ, 10 დღე შეისვენეთ და შემდეგ განაახლეთ მიღება. (ამიტომ წამლის გათავებისთანავე დააყენეთ ახალი ულუფა).

ჯავზი – არომატული მცენარეა, რომელიც 20 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. ნაყოფი წააგავს ატამს. მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს (ჰერანოილს, პინენს, კამფენს, ევგენოლს, დიპენტენს, ლინალოოლს) ცხიმოვან მჟავებს, სახამებელს, პექტინს და საღებავებს.

ჯავზის კაკალი – ფართოდ გამოიყენება ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში. აურვედას მიხედვით, ეს მცენარე ააქტიურებს საკვების შეწოვას წვრილ ნაწლავებში. ტრადიციულ მედიცინაში იყენებდნენ საფაღარათო და დამამშვიდებელ საშუალებადაც.

შენიშვნა: ამ ორი კურსის შემდეგ უნდა შეფასდეს შედეგი ექოსკოპიის მეშვეობით და აგრეთვე იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს. ზოგს ორი კურსი ჰყოფნის, მაგრამ ზოგისთვის მკურნალობის გაგრძელება ხდება საჭირო. მკურნალობასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ქარვის მძივს გაიკეთებთ ყელზე. გარწმუნებთ, შედეგი გაგაოცებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

თუ გსურთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სხვა რეცეპტების ხილვა, გადადით მითითებულ ბმულზე: https://lui.ge/archives/17733

Facebook კომენტარები