ხალხური რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ

1.დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია – ჰიპოთირეოზის.

შტოშის ნაყენი: 4ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 2 საათის განმავლობაში თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. შემდეგ დაისვენეთ 1 თვე და კურსი ისევ გაიმეორეთ.

ამ მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, აღარ იქნებით მოდუნებული, თუ წონის პრობლემა გაქვთ, წონაც თანდათან მიმცირდება, მოგიწესრიგდებათ ნივთიერებათა ცვლა.

ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს, ამის მისახვედრად კი იოდის ტესტი უნდა ჩიტაროთ: კანზე გაიკეთეთ იოდის ბადეს. თუ ბადე ძალიან მალე გაქრა (სამ საათზე უფრო ნაკლებ დროში), ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია. თუ ბადის გაქრობას სამი-ოთხი საათი დასჭირდა — ეს კარგი შედეგია. ეს ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ჩიტარეთ და ცვლილებას ნამდვილად შეამჩნევთ. მკურნალობის შემდეგ მოგიწესრიგდებათ წნევაც.

შტოში – ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მისი ნაყენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სწორედ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, შტოშის ნაყენი უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს, თუკი მკურნალობის პროცესში მას დამხმარე საშუალებად გამოვიყენებთ.

2.  ჩიყვი – გულის ფრიალი, ხელების გაოფლიანება.

კაკლის მწვანე ნაყოფი უნდა დაკრიფო იმ პერიოდში, როცა მისი ზომა ლობიოს მარცვლის ზომას უტოლდება ან ოდნავ მეტია მასზე. ეს ნაყოფი უნდა ჩაყარო ქილაში და შეინახო ბნელ და გრილ ადგილას (თავზე არ დაახურო). ყოველდღიურად უნდა გადაყლაპო თითო ცალი, თითქოს აბებს ყლაპავ. მკურნალობის კურსი 20-25დღეა. შეგიძლია ასეთი ნაყოფის გამოშრობაც ჩრდილში, რათა მკურნალობის კურსი გაიმეორო. ორი კურსის შემდეგ უკეთ გახდებით და აღარაფერი შეგაწუხებთ.

კაკლის ნაყოფი – მდიდარია იოდით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც აწესრიგებს იოდის ცვლას ორგანიზმში. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კაკალი მართლაც დადებითად მოქმედებს ჩიყვის დროს.

  • მოხუცებისაგან გამიგონია, თურმე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას (ჩიყვს) ასე – მკურნალობდნენ: კაკლის ახალ ნაყოფს დაჭრიდნენ,ჩაყრიდნენ ქილაში,მოაყრიდნენ შაქარს, დადგამდნენ მზეზე, დუღილის შემდეგ გამოყოფილ წვენს აძლევდნენ ავადმყოფს. თუ ეს მართალია, მაინტერესებს მისი დამზადებისა და მიღების წესები.

ექიმის კომენტარი: კაკლის ნაყოფი მართლაც მდიდარია იოდითა და სხვა ელემენტებით. სწორედ ამიტომ იყენებენ ჭყინტ ნაყოფს ჩიყვის სამკურნალოდ. მსგავსი რეცეპტი ხალხურ მედიცინაში მოვიძიეთ:

40 ც თხილის ზომის კაკლის ნაყოფი (რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გული) ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა მინის ქილაში ჩაყარეთ და ფენა-ფენა მოაყარეთ 400 გრამი შაქარი. ქილას დაახურეთ ხუფი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიტრი არაყი, კარგად აურიეთ და კიდევ დააყოვნეთ 2-3 დღე. მიიღეთ ყოველდღიურად თითო სუფრის კოვზი. შეგიძლიათ კაკლის მასაც შეჭამოთ ან მხოლოდ წვენი მიირთვათ.

აღნიშნული რეცეპტით მომზადებული წამალი ძალიან ეფექტიანია არაერთი დაავადების სამკურნალოდ. კერძოდ, მას იყენებენ ჩიყვის, კოლიტების, ენტერიტების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს, თანაც, არაყი კონსერვანტის როლს ასრულებს და ნაყენი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ.

3. ჩიყვს ძალიან უხდება კაკლის უღლის ნაყენი:

3 ს/კ დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ 70 გრადუსიანი სპირტი ან არაყი. 21 დღე დადგით მზეზე, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი 30-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.

უბრალოდ მიირთვათ იოდის შემცველი პროდუქტები:

  • ლამინარია (ზღვის კომბოსტო),
  • ბულგარული წიწაკა,
  • ზღვის პროდუქტები,
  • კერძის მომზადებისას გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი.

ფარისებრი ჯირკვლის ყველა დაავადება იოდის ნაკლებობასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა იოდის ნაკლებობისას მართლაც საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატებისა და კვების პროდუქტების მიღება. კაკლის ნაყოფი ცნობილია, როგორც იოდის ბუნებრივი წყარო და მისგან მომზადებულ სხვადასხვა სახის პრეპარატს ფიტოთერაპევტები ხშირად ნიშნავენ ჩიყვის სამკურნალოდ.

4. პირველი ხარისხის შერეული ჩიყვი

აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი შეახვიეთ სქელ ნაჭერში და ჩაქუჩით კარგად დანაყეთ. შემდეგ
ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ, თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით უზმოზე თითო სადილის კოვზით.

5. მრავალკვანძოვანი ჩიყვი

მრავალკვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით გრილ, ბნელ ადგილას 30 დღის
განმავლობაში. მიიღეთ დილით, უზმოზე თითო ს/კ, ადგომამდე 1-2 საათით ადრე. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენის ეს რაოდენობა მკურნალობის ერთი კურსისთვისაა განკუთვნილი.

ერთი კურსის შემდეგ 10-15 დღე უნდა დაისვენოთ. შემდეგ ისევ გაიმეოროთ.

Facebook კომენტარები