შამპუნი სოდით - თქვენი თმის ზრდის, სიმტკიცის და სილამაზისთვის!
ყველამ ვიცით საცხობი სოდას მრავალი სარგებლობის შესახებ, რომ მისი სამკურნალო თვისებები შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისა და დასუფთავებისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ ამ საოცარი ინგრედიენტის შესახებ.
საცხობი სოდა დაგეხმარებათ თქვენი თმის გაჯანსაღებაში და სრულყოფილად გაწმენდაში, ნებისმიერ კონდიციონერზე ან შამპუნზე უკეთ, რაც მას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს რამდენიმე გამოყენების შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად და შედეგით გაოცებული დარჩებით.
იმის ნაცვლად, რომ თმაზე მავნე ქიმიკატები დაიტანოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი შამპუნი და ისიამოვნოთ შედეგით.
რეცეპტი:
შეურიეთ საცხობი სოდა წყალს 1:3 თანაფარდობით პატარა ჭურჭელში და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ დოზის კორექტირება თმის სიგრძის მიხედვით, მაგალითად, მხრის სიგრძეზე თმის შემთხვევაში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და 3-ჯერ მეტი წყალი.
წაისვით თქვენი მომზადებული სოდიანი შამპუნი სველ ან მშრალ თმაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. ძირებში სასურველია წაისვათ ჯაგრისით, რათა მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. გაიჩერეთ 1-3 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი თმის დასაბანად.
შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 თანაფარდობით, თუ სუნი არ მოგწონთ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. დახუჭეთ თვალები, რათა თვალებში ძმარი არ მოხვდეს. დაისხით და სეიზილეთ ძმარი მთელ თმაზე და ეს არის.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ შედეგს, ჯანსაღ, ბზინვარე და ძლიერ თმას!