ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხახვის ფურცლებს აღარასდროს გადააგდებთ! რა უნდა იცოდეთ

ხახვის გარე ქერცლებს ყველა ვყრით. მაგრამ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ, რადგან ისინი კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის ზოგიერთი ყველაზე ჯანსაღი ნაწილი იყრება, როგორიცაა ხახვის კანი, ნესვის კანი და ფორთოხლის კანი.

ბოლო კვლევების თანახმად, ხახვის კანი ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო ნაერთია.

ხახვის ქერქის გამოყენების უპირატესობები:

  • ამცირებს ქოლესტერინს და არტერიულ წნევას;
  • ებრძვის ალერგიას;
  • ამცირებს ანთებას;
  • ხელს უწყობს კუნთების ზრდას და ფუნქციონირებას;

ქერქი არ გამოიყენება საჭმელად, მაგრამ მისი სარგებლობის მოპოვება შესაძლებელია სუპებში და ასევე ღუმელში გამოცხობისას, მომზადების შემდეგ კი უნდა ამოიღოთ საჭმლიდან.

შემდეგ ჯერზე, როცა წვნიანს მოამზადებთ, ქვაბში ჩაამატეთ ერთი ან ორი მთლიანი ხახვი გარე ფურცლებთან ერთად. ამ გზით თქვენ შეძლებთ სასარგებლო ნაერთების ამოღებას, რომლებიც ხახვის ნაწილია. ალტერნატიულად, შეგიძლიაღ ერთი მუჭა ხახვის ქერქი ჩადოთ კოლგოტში ან თხელ წინდაში, თავი მოუკრათ და ჩადოთ წვნიანში. როდესაც წვნიანი მოიხარშება, შეგიძლიათ ამოიღოთ და გადაყაროთ.

ხახვის კანის სხვა გამოყენება

ზოგიერთი ადამიანი ხახვის ქერქს იყენებს როგორც დამამშვიდებელ ნაყენს ქავილისა და კანის სხვა პრობლემების დროს.

გარდა ამისა, ხახვის ფურცლების ნაყენი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თმის მოვლის ერთ-ერთი საშუალება. ის პოპულარული საშუალებაა თმის დასარბილებლად . გამოიყენეთ იგი დაბანილ თმაზე და გაიშრეთ.

3 2021 02 01T194711.387

რეცეპტი მარტივია:

200 მლ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ხახვის ფურცელი და აადუღეთ. გააციეთ, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ნახარშში 2 კოვზი გლიცერინი.
დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე ეს ნაყენი. შედეგი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ, თქვენს თმას საოცარი ფერი და სიბზინვარე ექნება.

Facebook კომენტარები