ეს ნიღაბი შეუდარებელია სახეზე შავი წერტილებისთვის! სასწაულებს ახდენს !

სამზარეულოში ყველა დიასახლისს აქვს სოდა. ამ პროდუქტს ყველაზე ხშირად თუნდაც  ჭურჭლის გასაწმენდად ვიყენებთ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სოდა შესანიშნავი კოსმეტიკური პროდუქტია. სახის ნიღბები რომლის შემადგენლობაშიც შედის სოდა, დაგეხმარებათ სახის ღრმა წმენდაში, განაახლებს კანს, მიანიჭებს მას ბრწყინვალებას.

ამ სტატიაში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტის უპირატესობებზე, როგორიცაა სოდის შემცველი სახის ნიღაბი. გთავაზობთ ხელნაკეთი ნიღბების საუკეთესო რეცეპტებს.

სოდიანი ნიღბის მომზადების წესები

1. ნიღბის მომზადებისას გამოყენებული საცხობი სოდა უნდა იყოს ახალი. არ შეიძლება ვადაგასული პროდუქტის გამოყენება, ასევე ნესტიანის ან გაყვითლებულის.

2. წყალი ნიღბების დასამზადებლად, გამოიყენეთ გაწმენდილი, გადმოდუღებული ან მინერალური (გაზის გარეშე).

3. სახის ნიღბის გაკეთებამდე, შეამოწმეთ მგრძნობელობა. იდაყვზე წაისვით სოდა-წყლის ნარევი, გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. თუ ტესტის ადგილზე უარყოფითი რეაქციები არ გამოვლინდა, თავისუფლად წაისვით მსგავსი ნიღაბი სახის კანზე.

4. არ წაისვათ სოდიანი ნიღბები თვალებისა და ტუჩის მიდამოზე.

5. სოდიანი ნიღაბი არ უნდა ჩამოვიბანოთ ცივი წყლით, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

6. არ არის რეკომენდებული სოდიანი ნიღბების გაჩერება სახეზე 10 წუთზე მეტხანს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სახის კანი დაიწვათ.

რეცეპტი ეფექტური სოდიანი ნიღბების მოსამზადებლად სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • საცხობი სოდა – 1 ს.კ.
  • გადმოდუღებული წყალი

მომზადება:

  1. ჩაყარეთ სოდა თასში და დაამატეთ ცოტა წყალი.
  2. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. ნიღბის კონსისტენცია უნდა იყოს ფაფისებური.
  3. წაისვით პროდუქტი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
  4. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი გამდინარე წყლით.

ეფექტი: ქერცლავს მკვდარ უჯრედებს, შლის ჭუჭყს და ტოქსინებს ფორების სიღრმიდან, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

ჩვენებები: უხეში კანი, ცხიმიანობა, აკნე, შავი წერტილები.

საყურადღებოა: ასეთი სახის ნიღბები კეთდება არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

maska iz sodi i hozyaistvennogo mila

 

სახის ნიღაბი: თაფლი და სოდა

ინგრედიენტები:

  • სოდა დანის წვერით
  • თაფლი – 1 ს.კ.
  • კრემი – 1 ს.კ.

მომზადება:

შეურიეთ ყველა პროდუქტი ერთმანეთში და მიღებული მასა წაისვით სახის კანზე.

10 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით.

მოქმედება: ატენიანებს და კვებავს კანს, შლის ჭუჭყს ფორებში, ასუფთავებს მკვდარ უჯრედებს, აღადგენს ცხიმოვან ჯირკვლებს, აახალგაზრდავებს.

ჩვენებები: მშრალი კანი, კანის დაბერება, აკნე.

გამოყენება: სოდისა და თაფლის ნიღაბი შეგიზლიათ გამოიყენოთ თვეში 2-ჯერ თანაბარი ინტერვალებით.

receitas faciais caseiras 10 mais praticas e baratas para cuidar da pele 1024x576 1

Facebook კომენტარები