სახლში მომზადებული რეცეპტი ხველისთვის: უფრო მძლავრი, ვიდრე ნებისმიერი ხველის სიროფი

ხველა ადამიანის ჰაერგამტარი გზებისა და ფილტვების ბუნებრივი, დამცველობითი რეაქციაა. იგი სასუნთქი გზების სანათურიდან გამღიზიანებლის მოსაცილებლად წარმოქმნილი რეფლექსური აქტია. ხველის აღმოცენება დაკავშირებულია ცხვირში, ყურში, ხახის უკანა კედელში, ხახაში, ტრაქეაში, მსხვილ ბრონქებში, პლევრაში, საყლაპავში, დიაფრაგმასა და პერიკარდიუმში არსებული რეცეპტორების გაღიზიანებასთან.

ხველა შეიძლება იყოს მწვავე, როცა მიმდინარეობს 3 კვირამდე ხანგრძლივობით, ქვემწვავე, როცა მიმდინარეობს 3-8 კვირის განმავლობაში და ქრონიკული, როცა მიმდინარეობს 8 კვირაზე მეტ ხანს.

მწვავე ხველის უხშირესი მიზეზებია: გაციება, გრიპი, გამღიზიანებლების (კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები ან უცხო სხეული) შესუნთქვა, პნევმონია და ყივანახველა.

ქრონიკული ხველის უხშირესი მიზეზებია: ალერგიები, ბრონქული ასთმა, ბრონქიტები, გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, პოსტნაზალური წვეთის სინდრომი.

ასევე ხველის მიზეზები შეიძლება იყოს: მწვავე სინუსიტები (ნაზალური და სინუსური ინფექციები), ბროქნოექტაზია (ფილტვის ქრონიკული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბრონქების არანორმალური გაფართოებით და ლორწოს დაგროვებით), ბრონქიოლიტი (განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში), უცხო სხეულის ასპირაცია (განსაკუთრებით ბავშვებში), ქრონიკული სინუსიტი, ფქოდი (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) და სხვ.

ბევრმა არ იცის, რომ ხველის თითქმის ყველა წამალი შეიცავს მავნე ინგრედიენტს, რომელსაც ეწოდება დექსტრომეტორფანი (ან DXM). ეს ხველის დამთრგუნველი იმდენად საშიშია, რომ შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, შეცვალოთ საშიში მედიკამენტები ამ ძლიერი ხველის ხალხური სამკურნალო საშუალებით, რომელიც შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს. შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება, მაგრამ ამ სასმელს უფრო მაღალი სამკურნალო თვისებები აქვს, ვიდრე ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ხველის სიროფს. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სუპერ ჯანსაღი ინგრედიენტები ერთად მუშაობენ მრავალი სიმპტომის შესამსუბუქებლად, როგორიცაა ხველა და პნევმონია ერთდროულად.

ხალხური რეცეპტი ხველისა და პნევმონიისთვის

დაგჭირდებათ:

  • 1 პაკეტი მწვანე ჩაი.
  • ნახევარი ლიმონის წვენი.
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი.
  • 1/2 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი.
  • 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა.
  • 1/3 ჩაის კოვზი ქონდარი.

ინსტრუქციები:

ჩაის პაკეტი და მწვანილი მოათავსეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ნარევი, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი და მიირთვით სასმელი.

Facebook კომენტარები