თუ მხედველობის პრობლემები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენ განიკურნებით!

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აკლია თვალისჩინი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად. 1. უარი თქვით ნიკოტინზე, რადგან მოწევა ზრდის თვალის წნევას, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების მიზეზად იქცევა.

2. არ იკითხოთ მწოლიარემ.

3. კითხვის დროს თვალებიდან წიგნამდე მანძილი დაახლოებით 30 სმ უნდა იყოს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

4. თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, ოთახი ჩააბნელეთ, ხოლო ღამით ყურების დროს გაანათეთ.

5. ეცადეთ, ნაკლები ხანი გაატაროთ კომპიუტერთან. ჩვენს დროში ცუდი მხედველობის მიზეზთა სტრუქტურაში უფრო და უფრო იმატებს კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის პროცენტული წილი.

6. ყოველდღიურად (ან კვირაში რამდენჯერმე მაინც) გაიკეთეთ თვალებზე ჩაის ნაყენის კომპრესი და მასაჟი.

7. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე – ეს დადებითად აისახება თვალების ჯანმრთელობაზე.

8. თვალებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. ვიტამინების ნაკლებობისას მცირდება მხედველობის სიმახვილე, თვალები ადვილად იღლება და გტკივდებათ. გახსოვდეთ, რომ პომიდორი, ნესვი, მწვანე ბარდა და ღვიძლი მდიდარია ა ვიტამინით და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.

9. თუ თვალების სიმშრალეს და გაღიზიანებას უჩივით, ბ ვიტამინის ნაკლებობა გქონიათ. ამ შემთხვევაში რაციონი სოკოთი ან ბანანით უნდა გაამდიდროთ.

10. თვალებისთვის აუცილებელია დასვენება. თვალები განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს იღლება, რადგან მუშაობის დროს მათზე დიდი დატვირთვა მოდის. სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ წამოწექით, ჩააქრეთ სინათლე და 15-20 წუთი თვალგახელილი იწექით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები