მეთოდები, რომლებიც ებრძვის გულძმარვას -დაივწყეთ ეს პრობლემა სამუდამოდ ! 

მეთოდები, რომლებიც ებრძვის გულძმარვას -დაივწყეთ ეს პრობლემა სამუდამოდ ! 

გულძმარვით მიმდინარე დაავადებების დროს ძირითად მკურნალობასთან ერთად ფიტოთერაპია ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულია შემდეგი საშუალებების მიღება: კარტოფილის წვენის, სელის თესლის ნაყენის, ძირტკბილას ფესვების ნახარშის.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გულძმარვა შეიძლება ადამიანს დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც აწუხებდეს. ასეთ დროს მკურნალობა კუჭში ჭარბი მჟავიანობის გასანეიტრალებლად არ უნდა იყოს მიმართული;

უნდა ვიზრუნოთ საჭმლის მონელების გაუმჯობესებაზე და არ დავუშვათ ნაღვლის წვენის კუჭსა და საყლაპავში უკუგადასვლა.

დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულ მცენარეულ ნაკრებში უნდა შედიოდეს მრავალძარღვა.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი
დაავადების დროს გულძმარვის თავიდან ასაცილებლად.

კარტოფილის წვენი:

დალიეთ დღეში 3-4-ჯერ ახალგამოწურული უმი კარტოფილის წვენი, 15-20 წუთით
ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.

ეს არის ქრონიკული გასტრიტის დროს გულძმარვისგან გათავისუფლების ყველაზე იოლი და იაფი მეთოდი, ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ძირტკბილას ფესვების ნახარში:

10 გ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები და 6ფორთოხლის დაფქული ქერქი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება.

შემდეგ დაამატეთ 60 გ თაფლი და დალიეთ 3 ჯერზე, ჭამამდე 10-15 წუთით
ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ეს რეცეპტი ეფექტიანია კუჭში მაღალი მჟავიანობის დროს.

სხვადასხვა ბალახის ნახარში:

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალთეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი.

გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ. 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.

სელის თესლის ნაყენი:

2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, გაფილტრეთ. შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ.

ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს. ჩიათახეა ბალახის ნაყენი კუჭის  სეკრეციის დროს.

Facebook კომენტარები