გაღიზიანებული ღვიძლის მკურნალობა თაფლითა და შავი კვლიავით – ხალხური რეცეპტები

გაღიზიანებული ღვიძლის მკურნალობა თაფლითა და შავი კვლიავით – ხალხური რეცეპტები

“გთავაზობთ ღვიძლის დაავადების ეფექტიან მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეცეპტები არ ეხება მწვავე B და C ჰეპატიტით დაავადებულებს.

3 ლ წყალში მოვხარშოთ 100 თავი ზაფრანა და ნახევარი კგ შაქარი ვადუღოთ 10 წთ, რომ გაგრილდება, გავწუროთ მარლაში და დავუმატოთ 1 კგ ნატურალური თაფლი, მოვურიოთ კარგად და დავუმატოთ 10 ამპულა გლუკოზა (მაღალდოზიანი), მივიღოთ 3 ჯერ დღეში ღვინის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ასევე გთავაზობთ მეორე რეცეპტს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ღვიძლის მკურნალობა თაფლით და შავი კვლიავით: ღვიძლის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში პოპულარულია თაფლისა და შავი კვლიავის ნაზავი. მის მოსამზადებლად ერთმანეთში თანაბარი პროპორციით აურიეთ თაფლი და შავი კვლიავის ზეთი.

ნაზავი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე. ამასთან, კარგი იქნება, თუ მცირე ულუფებით მოამზადებთ, ყოველდღიურად ან 2-3 დღის სამყოფს.

პროფილაქტიკური მიზნით შეგიძლიათ, უბრალოდ, ყოველდღიურად ორი ჩაის კოვზი თაფლი მიირთვათ ან ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი თაფლიანი წყალი დალიოთ; ამ რჩევის გამოყენება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. თაფლი ნატურალური უნდა იყოს.”

ექიმის კომენტარი: ზაფრანა ცნობილია, როგორც ძლიერი სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი) ეფექტის მქონე მცენარე. მას აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, რაც ღვიძლის დაავადებათა დროს დადებით შედეგს მოგვცემს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მხოლოდ 2 წვეთი ყურში და თქვენი სმენა აღდგება 97%მდე!

ჩვენი საიტი გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები