მუცლის შებერილობა– პრობლემა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. მაგრამ მისი მოგვარება შესაძლებელია და ჩვენ ამაში დაგეხმარებით.
პირველ რიგში უნდა იცოდეთ თუ, რა პროდუქტები იწვევენ შებერილობას.
რძის პროდუქტები - მოერიდეთ ამ პროდუქტებს ამ მათი რაოდენობა შეამცირეთ. აქ იგულისხმება: რძე, იოგურტი, ყველი. შეგიძლიათ ეს პროდუქტები ქოქოსის, ნუშის, ან სოიოს რძით ჩაანაცვლოთ.
ბროკოლი, ბოსტნეული, სატაცური - ეს პროდუქტები ხშირად შებერილობას იწვევენ. ასე რომ საკუთარ რაციონში მათი რაოდენობა შეამცირეთ.
ლობიო - ამის შესახებ ალბათ ყველამ იცის. იმისთვის, რომ ამ პროდუქტში არსებული შაქრის რაოდენობა შეამციროთ მომზადების წინ ის წყალში დაალბეთ.
ვაშლი და მსხალი - ეს ხილი ხსნად ბოჭკოს შეიცავს. ეს კი ნამდვილი პრობლემაა მგრძნობიარე კუჭისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხილზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ მიიღეთ ის არც ისე დიდი რაოდენობით.
საღეჭი რეზინი - ღეჭვის დროს, ზედმეტ ჰაერს ყლაპავთ– შედეგი კი, ნათელია.
მარილიანი საკვები - მარილიანი საკვები ნატრიუმითაა მდიდარი. რაციონში მარილიანი პროდუქტების რაოდენობა შეამცირეთ.
გაზიანი სასმელები - აქ სიტყვებიც ზედმეტია.
მუცლის შებერილობას, კუჭში შეკრულობას ხშირად სტრესი, ნაწლავებში ბაქტერიების ნაკლებობა, ან დიეტა იწვევს. აი, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემებს.
კვლიავი - კვლიავის თესლი ძალიან სასარგებლოა შებერილობის დროს. ეს პროდუქტი ასევე სასარგებლოა ნაწლავებში “კარგი” ბაქტერიების გამრავლებისთვის.
კოჭა - კოჭას სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრს სმენია. ის სასარგებლოა მეტეორიზმის დროს.
ანანასი - ანანასი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და მეტეორიზმის გაჩენის რისკს ამცირებს.
პიტნის ჩაი - ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის დროს.
გვირილას ჩაი - გვირილა ანთების და სპაზმების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. ის ხშირად გამოიყენება ბავშვებში დიარეის დროს.
პაპაია - პაპაია შებერილობას ებრძვის. ის შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც გაზების დაგროვებას უშლის ხელს.
ოხრახუში - ეს მწვანილი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელების სისტემის მუშაობისთვის.
ვაშლის ძმარი და ლიმონი - ეს ორი პროდუქტი სასარგებლოა მუცლის შებერილობის დროს. 1 ჭიქა წყალს 1–2 ჩ/კ ვაშლის ძმარი შეურიეთ და დალიეთ. ხოლო თუ ლიმონის გამოყენება გსურთ, შეგიძლიათ წყალს ნახევარი ლიმონის წვენი შეურიოთ და მიიღოთ.