3 უძველესი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. რეცეპტი, რომლითაც არაერთი გამოჩენილი ხალხი სარგებლობდა

lui 20დღეს, ბაზარზე, კანის მოვლის უამრავი საშუალება არის წარმოდგენილი. ზოგი, “მუშაობს”. ზოგი კი, არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძვირად ღირებული ნიღაბების და კრემების ყიდვის საშუალება ყველას არ აქვს. მაგრამ, როგორ უვლიდნენ სახის კანს ძველ დროს? რა თქმა უნდა, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. ჩვენ 3 ნიღაბის რეცეპტს გთავაზობთ.

ზაფრანას ნიღაბი
არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ნიღაბის რეცეპტს თვით კლეოპატრაც კი, იყენებდა. და, თურმე ამ ინგრედიენტს რძის აბაზანაშიც კი ამატებდა. დღეს კი, ამ ნიღაბის რეცეტით ინდოელი მანდილოსნები სარგებლობენ. უბრალოდ აურიეთ ერთმანეთს ცოტა ზაფრანა და ქოქოსის ზეთი, ან რძე (თანაბარირაოდენობა). ნარევი სახეზე წაისვით და მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვეთ. დილით ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი გასაოცარია!

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ათქვეფილი ნაღების ნიღაბი
გაინტერესებთ, როგორ უვლიდნენ საკუთარ კანს გეიშები? ნიღაბის მოსამზადებლად თქვენ 2 ს/კ ზღვის მარილი და 2 ს/კ ათქვეფილი ნაღები დაგჭირდებათ (სახლში მომზადებული). ნარევი სახეზე უნდა წაისვათ, მასაჟი გაიკეთოთ და 1–2 საათში ცივი წყლით ჩამოიბანოთ.

მწვანე ჩაის ნიღაბი
ამ რეცეპტსაც გეიშები იყენებდნენ. აურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა ცხელი მწვანე ჩაი, ½ ჭიქა შვრია, 1 ავოკადოსგან გაკეთებული პიურე და ნახევარი ლიმონის წვენი. მასა სუფთა კანზე წასვით და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები