მზისგან მიღებული დამწვრობის მკურნალობა კარტოფილის ალოეს და კვერცხის დახმარებით
ალოეს მეთოდი
ამ საოცარი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლათ ალოეს რამდენიმე ფოთოლი დაგჭირდებათ. ისინი უნდა დაფქვათ ხორცის საკეპი მანქანის გამოყენებით და დაუმატოთ ცოტაოდენი რძე ფხვიერი მასის მისაღებად. ასე მომზადებული მასა უნდა წაისვათ მზისგან დამწვარ კანზე და გაიჩეროთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი უნდა ჩამოიწმინდოთ ფრთხილად რბილი ხელსახოცის გამოყენებით. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ეს პროცესი უნდა გაიმეოროთ დღეში სამჯერ. მისი გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია კანის დატენიანება გელით ან ზეითუნის ზეთით.
მზისგან მიღებული დამწვრობის განკურნება უმი კარტოფილით
გახეხეთ გათლილი კარტოფილი და მიღებული მასა დაიყარეთ კანის დამწვარ ზედაპირზე, შემდეგ კი ზემოდან შემოიხვიეთ ბამბის მსუბუქი საკრავი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით სახვევი და ჩამოიბანეთ დამწვარი კანი ცივი წყლით. კარტოფილის მაგივრად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე ხერხით მომზადებული კიტრი ან საზამთროც.
კვერცხის გულით მკურნალობა
ცალკე გადმოსხმული კვერცხის გული უნდა გადაისვათ დამწვარ კანზე ფრთხილი მოძრაობით. პროტეინის შეშრობის შემდეგ კანის დაჭიმულობის შეგრძნება გაგიჩნდებათ. ამის შემდეგ კვერცხის ნარჩენები ფრთხილად უნდა ჩამოიბანოთ ცივი წყლის გამოყენებით.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.