lui 5 1ბოლო წლების მონაცემებით შფოთვის და შიშის პრობლემა ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, მათი რაოდენობა უკვე დაახლოებით 19 მილიონია.

ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
კატასტროფა; ფიქრებსა და ქცევაზე კონტროლის კარგვა; ტკივილი და სტრესი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გრძელდება; პოსტ-ტრავმული სტრესის დროს.

ამ დროს ადამიანებს თავიხ ხელში აყვანა და პრობლემასთან გამკლავება უჭირთ, რასაც თან ერთვის სუნთქვის არასწორი ფორმა და ეს უფრო ამძიმებს, ისედაც მძიმე მდგომარეობას.

როდესაც ადამიანს სტრესის დროს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება, ეს თავის მხრივ უკვე მღელვარების, შიშის წინაპირობა ხდება. ამ დროს სუნთქვის პროცესი არის უფრო დაჩქარებული და ადამიანს გაგუდვის შეგრძნება ეუფლება, შედეგად კი პანიკაში ვარდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სიტყვა “პრანაიამა” ორი ნაწილისგან შედგება: “პრანა” – სიცოცხლის ენერგია და “იამა” სუნთქვის კონტროლი. ეს ტექნიკა იოგას მიეკუთვნება და ნიშნავს იმას, რომ გონებით უნდა კონტროლდებოდეს სუნთქვა, რაც ჯამში ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც სულსა და სხეულს კვებავს. ცხვირი ნერვულ სისტემასა და ტვინს უკავშირდება. საუკუნეების წინ ინდიელებს სჯეროდათ, რომ არასწორი სუნთქვა ბევრი დაავადების გამომწვევი იყო. ისინი თვლიდნენ, რომ გამოსავალი “პრანაიამა” არის.

რატომ “პრანაიამა”?
პანიკის დროს ის ააქტიურებს პარასიმფათიკურ ნერვულ სისტემას, რაც სტრესის მოხსნაში გეხმარებათ; სუნთქვისთვის ორგანიზმს მეტ ძალას აწვდის, ეს კი პანიკის დროს მნიშვნელოვანი მომენტია. არეგულირებს სუნთქვის პროცესს სტრესის გასვლამდე; ყველაზე კარგი დროს ამის გასაკეთებლად არის დილით საუზმემდე.

როგორ ვისუნთქოთ სწორად?
იპოვეთ მშვიდი ადგილი და დაჯექით. მოადუნეთ სხეული და ბუნებრივად ისუნთქეთ;
ხელები მუხლებზე დაალაგეთ; ცერა და არათითი ცხვირს მიადეთ, ისუნთქეთ ჯერ ერთი შემდეგ კი მეორე ნესტოს დახმარებით. როდესაც ერთი ნესტოთი ისუნთქებთ, მეორე თითით უნდა იყოს დაბლოკილი. მეორე შემთხვევაში შეგიძლიათ ორივე ნესტოს ბლოკირების პროცესი 4 წამამდე გაზარდოთ და შემდეგ ამოისუნთქოთ. ამის კეთება 3-5 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული. პროცესის დასასრულს კი მოადუნეთ მხრები და ბუნებრივად დაიწყეთ სუნთქვა, რამდენიმე წამში კი შეგიძლიათ ადგეთ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები