სახის წერტილოვანი მასაჟი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მარტივი ხერხი ნაოჭების გასაქრობად. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესს, სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში და უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს თქვენს სახის კანს.
ხელის ბალიშების მსუბუქი, წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი ნაოჭის გაჩენის წერტილებში. მთელი პროცედურა მოითხოვს 2-5 წუთს. ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის საჭიროა შემდეგი წერტილების მასაჟი:
1 და 2 წერტილის მასაჟი საჭიროა დღეში ორჯერ. ორივე წერტილი მდებარეობს ცხვირის შუა ხაზის გასწვრივ ორივე მხარეს, წარბის დასაწყისიდან ორი თითის დადების მანძილზე.
ცხვირის ძირებში ნაოჭები გაქრება, თუ დაიმასაჟებთ 3,4 და 5 წერტილებს. მე-3 წერტილი მდებარეობს ცხვირის დასაწყისთან, შუბლის ქვემოთ. 4 და 5 კი, ცხვირის ნესტოებთან 1 სმ.-ში. ტუჩის კუთხეებთან 1.5 სანტიმეტრში მდებარე, მე-6 და მე-7 წერტილების მასაჟი გაიკეთეთ დღეში ორჯერ (ან მეტჯერ). იგივენაირად დაიმასაჟეთ ცხვირსა და ტუჩებს შორის მდებარე მე-8 და მე-9 წერტილები.
არ დაგავიწყდეთ ქვედა ტუჩის ქვეშ მდებარე მე-10 წერტილის მასაჟიც.
თვალის ქვეშა „ჩანთებთან“ ბრძოლის კარგი ხერხია 11 და 12 წერტილების მასაჟი. ეს წერტილები მდებარეობს თვალის შიდა კუთხეში, ცრემლსადენის ოდნავ ზემოთ.
წერტილოვანი მასაჟი არ წაგართმევთ 5 წუთზე მეტს, შედეგად კი, სახის კანს ტონუსში მოიყვანთ და გაიუმჯობესებთ კანის ფერსაც.
მიიღეთ ჩვენი რჩევები, ხშირად გაიღიმეთ და იყავით ჯანმრთელები.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.