გაციების დროს უსიამოვნო სიმპტომებს შეგისუსტებთ სანელებლებიანი ჩაი:გვირილა, სალბი, პიტნა, დაფნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვი

თერმოსში ჩაყარეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, სალბი, პიტნა, დაფნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვი, 1-2 მიხაკი, მწიკვი დაფქული კოჭა, ქინძი და შავი პილპილი, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი საათით დააყენეთ და ჩაიც მზად არის.

გაწურეთ ბადეში და სვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩაი იყოს ზომიერად ცხელი. ასეთი სასმელი
ამცირებს სხეულის ტემპერატურას, აცხრობს ხველას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სურდოს ნიშნების გაჩენისთანავე ცხვირი მარილიანი წყლით გამოირეცხეთ:

გრილ ანადუღარ წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. პირსაბანთან თავი გვერდულად დახარეთ, ზევით მოქცეულ ნესტოში ნელ-ნელა ჩაისხით მარილიანი წყალი. ცხვირიდან წყალი თანდათანობით გადმოვა. შემდეგ თავი მეორე მხარეს მიაბრუნეთ და იგივე
გააკეთეთ მეორე ნესტოთი, თუ პროცედურებს დროულად დაიწყებთ და დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, სურდო მალე გაგივლით.

ადუღებული სამკურნალო ნახარში (ევკალიპტისა, სალბისა, გვირილისა, სოდიანი ან სხვა) ჩაასხით მცირე ზომის ტაშტში (უმჯობესია, პროცედურა სააბაზანოში ჩაიტაროთ, რათა ჰაერი წინასწარ გაათბოთ ცხელი წყლის ნაკადით), შემდეგ წელამდე გაშიშვლდით, ტაშტისკენ დაიხარეთ და ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ.

ისუნთქეთ თბილი ჰაერით 10-15 წუთი. ბოლოს სწრაფად გადაივლეთ თბილი შხაპი, თბილად ჩაიცვით და საწოლში ჩაწექით.

კარგი იქნება, თუ საწოლშივე მოგართმევენ თბილ, თაფლიან ბალახის ჩაის, ანდა ჩაი წინასწარ მოიმზადეთ, ჩაასხით თერმოსში და დადგით საწოლთან, რათა ინჰალაციის შემდეგ სიარული არ მოგიწიოთ. დალიეთ და დაიძინეთ. დილით თავს უკეთ იგრძნობთ.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

lui.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები