სასიამოვნო იფნორმაცია მათთვის ვისაც წითელი ღვინო უყვარს-ახალი აღმოჩენის მიხედვით, ნაერთი, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს, აგარიდებთ მეხსიერების პრობლემებს.ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ღვინო არის რეზვერატროლი, ანტიოქსიდანტი რომელიც აქამდეც ცნობილი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო თვისებებით. ჩატარებული კვლევევბის მიხედვით, რომელიც ეხებოდა ჰიპოკამპზე(თავის ტვინის ნაწილზე) ამ ნივთიერების გავლენას, დადგინდა, რომ რეზვერატროლი ხელს უშლის გონების დაბერების პროცესს და აუმჯობესებს დასწავლის უნარებსაც.
კიდევ ერთი პოზიტიური ამბავია ისიც, რომ გარდა მეხსიერების გაუმჯობესებისა ეს ნივთიერება დაეხმარება ალცჰაიმერის დაავადების მქონდე ადამიანებსაც.
ნაერთ რეზვერატროლის დადბეითი თვისებები არ შემოიფარგლება მხოლოდ გონების ფუნქციონირებაზე პოზიტიური გავლნეით, ის აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას და სისხლის მიმოქცევასაც.
გაითვალისწინეთ ეს ინფომრმაცია, მიირთვით საღამოს, ვახშმისას 1 ჭიქა წითელი ღვინო და იზრუნეთ საკუთარ მეხსიერებაზე!
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.