"არა არსებობს პრობლემა, რომელსაც სარეცხის საპონი ვერ მოგიგვარებთ"!.. ნამდვილად შეუცვლელი საშუალებაა
72-პროცენტიანი სარეცხის საპონი შეუცვლელი, ნატურალური და ჰიპოალერგიული საშუალებაა. ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცხვისას. სარეცხი საპონი არ არღვევს კანის მიკროფლორას, ძლიერი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.
ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, რომ სარეცხი საპონი დამწვრობის დროს შეუცვლელი დამხმარეა, ასევე წაქცევის შემდეგ გაჩენილ ჭრილობას და ნაკაწრებს, სწორედ სარეცხის საპნით ჩამოგვბანდნენ ხოლმე.მცირე ნაკაწრების და ჭრილობების დროს სარეცხი საპნით მათი ჩამობანვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის რისკს და აჩქარებს შეხორცებას. სხეულის დაზიანების შემდეგ კი, სისხლჩაქცევების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ყინული წაისვათ მტკივნეულ ადგილას, ან დაჟეჟილი ადგილი სარეცხი საპნით დაიმუშავოთ.
სარეცხი საპონი ასევე, მშვენიერი ანტივირუსული საშუალებაა. გაციების ან თუნდაც გრიპის დროს საჭიროა ბამბის ტამპონის დატენიანება სარეცხი საპნის ხსნარით და ამით ცხვირის ნესტოების დამუშავება.
ასევე სასარგებლოა შემდეგი რჩევები:
გაპარსვის ან დეპილაციის დროს გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არ არის საჭირო ძვირადღირებული კრემებისა და გელების ყიდვა. პროცედურის დასრულების შემდეგ საკმარისია კანი ჩამოიბანოთ სარეცხი საპნით.
საყოფაცხოვრებო საპონი გამოიყენებს სადეზინფექციო საშუალებად პირადი ჰიგიენის ნივთებისთვის (კბილის ჯაგრისები). საღამოს სარეცხი საპნით დაამუშავეთ და დილით კარგად გარეცხეთ. სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან ასეთი პროცედურის ჩატარებაზე 3 თვეში ერთხელ მაინც.
სარეცხი საპონი ასევე, ეფექტურად ებრძვის ფეხის სოკოვან დაავადებას. კარგად წაუსვით საპონი ჯაგრისს და დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ საპონი ჩამოიბანეთ და დაზიანებული ადგილი ბეტადინით დაიმუშავეთ.
თუნდაც სახეზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, სარეცხ საპონს დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ააქაფეთ. ერთი სუფრის კოვზი ქაფი და 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი კარგად აურიეთ და გამონაყარზე წაისვით. ცოტა ხანს გაიჩერეთ და ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ გამონაყარის მიზეზი და ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.
ეს საშუალება ასევე, კარგია თმისთვის. დაიბანეთ სარეცხი საპნით თავი და თქვენ დაივიწყებთ ქერტლს.