ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი შეუფერხებლად იფუნქციონირებს, თუ ამ მარტივ რეცეპტს მიმართავთ!

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. წამლებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, შემწვარსაც გეახლებით და ცხიმიანსაც. ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს ხალხურ წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს.იაფი ავიაბილეთები avia.geრეცეპტი შემდეგია:1,5 კგ ჭარხალი გათალეთ, დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 4-5 საათი ნელ ცეცხლზე ხარშეთ.ეს ნახარში უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

ექიმის კომენტარი: ჭარხალში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან. ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის მოკიდებული ვიტამინ B,-ის სინთეზი, ასევე საპონინები, რომლებიც ქოლესტერინ ბოჭავს ნაწლავებში, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრები იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალ მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქცია ბისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრება მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

L

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები