ანდეთ დიაბეტის კონტროლი მცენარეებს

ანდეთ დიაბეტის კონტროლი მცენარეებს

შაქრიანი დიაბეტი ჩვენი საგვარეულო სენია, ამიტომ როდესაც ასაკში შესულს მისი პირველი ნიშნები გამომაჩნდა, არ გამკვირვებია. ჯანმრთელობის ფასი მშვენივრად ვიცი, ამიტომ ენდოკრინოლოგს დროულად მივაკითხე.

მან სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი პრეპარატები გამომიწერა. მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ანტიდიაბეტური აბები მთელი სიცოცხლე უნდა მესვა.

სწორედ ამის შემდეგ დავიწყე
ხალხურ საშუალებებს შორის შაქრის დონის დამაქვეითებელი რეცეპტების ძებნა
დენიმე საჩემო ვიპოვე კიდეც. უკვე ხუთი წელია, რაც ფონს მათი წყალობით გავდივარ.

ანტიდიაბეტური აბებით მკურნალობის სრულ კურსს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვიტარებ, დანარჩენ დროს კი მცენარეთა ნაყენს ვსვამ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

აი ჩემი მხსნელი რეცეპტები:

აიღეთ 15-20 გრამი მწვანე ლობიოს გამხმარი პარკი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათს ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.

20-20 გრამ მოცვის, ჭინჭრისა და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ამ რეცეპტების მიხედვით მომზადებული წამლების დალევამდე აუცილებლად სთხო-
ვეთ ნებართვა მკურნალ ექიმს, მათი დალევისას კი შაქრის კონტროლი არ დაგავიწყდეთ, რადგან ისინი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ძალით მოქმედებს.

– აიღეთ 3 სუფრის კოვზი ხეჭრელის ქერქი, 1 სუფრის კოვზი არყის ფოთოლი, ამდენივე
ბაბუაწვერას ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ცერეცოს თესლი და პიტნა. ამ ნარევს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ნახევარი, ლიტრი რამდენიმე ულუფად.

აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. რომ მოიხარშება, გაყავითთანაბარულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

არსებობს ასეთი წამალიც:

აიღეთ 10 ხახვის თავი, გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

 

Facebook კომენტარები