გრავიოლას შესანიშნავი ნაყენი უამრავი დაავადების დროს წარმატებით გამოიყენება

Soursop 2

გრავიოლას ნაყენი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. გრავიოლას ფოთლებისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10.

ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

გრავიოლას სასარგებლო თვისებები

გრავიოლას გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  1. დიაბეტი.
  2. სპაზმები.
  3. სისხლდენა.
  4. დეპრესია.
  5. ნერვული აშლილობა.
  6. გულის დაავადებები.
  7. ასთმა.
  8. ხერხემლის დაავადებები.
  9. ართრიტი.
  10. მსხვილნაწლავის დაავადებები.
  11. ღვიძლის დაავადებები.
  12. სიმსუქნე.
  13. გასტრიტი.
  14. თირკმელების დაავადებები.
  15. როგორც ანტიმიკრობული პრეპარატი და სხვა.

Annona muricata 1

მცენარეს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება:

  1. აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
  2. ებრძვის ბაქტერიებს, სოკოებს, პარაზიტებს, ანადგურებს ინფექციას.
  3. ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს.
  4. ხსნის შეშუპებას, გამოაქვს სხეულიდან შარდმჟავა, რაც აუმჯობესებს პოდაგრის მქონე პაციენტების მდგომარეობას.
  5. აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ახდენს გულისცემის ნორმალიზებას, აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის მიმოქცევაზე.
  6. ახდენს ლიმფური სისტემის აქტივობის ნორმალიზებას.
  7. ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიმდინარეობას, გამოაქვს ტოქსინები, აღადგენს ღვიძლის მუშაობას.
  8. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის ნორმალიზებას.
  9. აუმჯობესებს განწყობას, ხსნის დეპრესიას, ნერვულ ფონს და შფოთვას.

გარდა ამისა, მცენარე ხასიათდება შესანიშნავი ანტივირუსული აქტივობით, აუმჯობესებს იმუნური სისტემის აქტივობას, ხელს უშლის ზედმეტი წონის დაგროვებას და დადებითად მოქმედებს ბრონქო-ფილტვის სისტემაზე.

გამოყენების წესი

სპირტიანი ნაყენი – გამოიყენება დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე. 5 – 10 წვეთი უნდა გაიხსნას 30 მლ თბილ ანადუღარ წყალში.

გარეგანი გამოყენება

ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპრესების სახით ასევე შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე.

გაფრთხილება

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და აგრეთვე, კოფერმენტ Q10–თან ერთად.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან გრავიოლას მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. ანტიდეპრესანტებისა და გრავიოლას ერთდროულად მიღების შემთხვევაშიც საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

Facebook კომენტარები