უძლიერესი სამკურნალო საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად

vau.ge 23

მეხსიერების დაქვეითება წარმოადგენს როგორც ბიოლოგიურ, ისე შემეცნებით პროცესს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მხედველობით, სმენით, ტაქტილურ (შეხებითი) მეხსიერებას.

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

არსებობს ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერება. პირობითად დაყოფილი სახეები განსაზღვრავს შემდეგს – ხანმოკლე მეხსიერების დროს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში იმახსოვრებს, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის მოვლენა მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ავიწყდება.

ადამიანის მეხსირებას არ ახასიათებს ობიექტური სიზუსტე, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მოვლენების ან  ფაქტების დამახსოვრება და შემდგომ გახსენებაც  განიცდის ჩვენი პირადი გამოცდილების და ემოციური სფეროს ძლიერ გავლენას.

მეხსიერების დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად:

ყურადღების დეფიციტით, გუნება-განწყობილების ძლიერი  დაქვეითებით, ანუ დეპრესიით, ძლიერი სტრესის ზეგავლენით, ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.

ყურადღების დეფიციტი – ამ შემთხვევაში საკუთრივ დამახსოვრების პროცესი არ არის  დარღვეული. ამ დროს,  ბავშვი თუ მოზრდილი მოგვმართავს გულმავიწყბის ან ახალი ინფორმაციის დასწავლის სიძნელეებით, თუმცა შეფასების შედეგად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მიზეზი ყურადღების პრობლემაა და არა მეხსიერების.

მოამზადეთ ეფექტური რეცეპტი მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედინეტები:

  • ხახვი 1თავი
  • ნიორი 1 თავი
  • თაფლი 4 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული მასა 10-12 საათით დააყოვნეთ სიბნელეში.
  3. მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
  4. სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 დღეა, მაგრამ შეგიძლიათ ჩაიტაროთ მოკლევადიანი 7 დღიანი მკურნალობა და საშუალო – 14 დღიანი.

მოამზადეთ ნატურლური საშუალება და გამოიყენეთ ის, რათა შეძლოთ კარგი მეხსიერების ღრმა სიბერემდე შენარჩუნება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები