ნახეთ როგორ უნდა დაამარცხოთ შეშუპება მარტივი გზით
სიცხეში, ხანგრძლივი სიარულის, ფრენისა თუ ჯდომის დროს ფეხები ვის არ შესივებია. ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ ზოგჯერ შეშუპება საშიში დაავადების ნიშანია.
ორგანიზმი, პირდაპირი გაგებით, იტბორება და სასწრაფო ჩარევის გარეშე სავალალო შედეგი გარდაუვალია.
გავარკვიოთ, რა იწვევს შეშუპებას, როდის არის ის საშიში და რა გზა არსებობს მისი პროფილაქტიკისა თუ მკურნალობისთვის.
ორგანიზმში სითხის მოცულობა მკაცრად რეგულირდება. ზედმიწევნითაა განსაზღვრული, რამდენი სისხლძარღვებში უნდა მიმოიქცეოდეს და რამდენი – ქსოვილთაშორის სივრცეში.
შეშუპება მაშინ ვითარდება, როდესაც იმატებს ინტერსტიციულ სივრცეში გადასული სითხის რაოდენობა ან იკლებს მისი უკუშეწოვა.
შეშუპების არსის გასაგებად ორი ფაქტორი უნდა ვახსენოთ – ჰიდროსტატიკური წნევა და ონკოზური წნევა. პირველი გულის შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება სისხლის კაპილარებში, მეორეს კი პლაზმის ცილები ქმნიან.
სითხე მოძრაობს მაღალი ჰიდროსტატიკური წნევის უბნებიდან დაბლისკენ და დაბალი ონკოზური წნევის უბნებიდან მაღლისკენ. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ კაპილარის კედელი ნახევარგამტარია – წყალს უფრო ადვილად ატარებს, ვიდრე ცილას. თუ კედლის განვლადობამ მოიმატა, ბარიერს ცილებიც ადვილად გადალახავენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეშუპება ვითარდება, როდესაც:
* სისხლძარღვებში მომატებულია ჰიდროსტატიკური წნევა;
* სისხლძარღვებში დაქვეითებულია ონკოზური წნევა (ცილების კონცენტრაციის კლების შედეგად);
* ქსოვილთაშორის სივრცეში მომატებულია ონკოზური წნევა (ცილების კონცენტრაციის მატების შედეგად);
* მომატებულია სისხლძარღვის კედლის განვლადობა (უპირატესად – ანთების გამო);
* დახშულია ლიმფური ძარღვები (შედეგად ორგანიზმში ლიმფა – ცილებით მდიდარი სითხე – გროვდება);
* ორგანიზმში გროვდება წყალი და`ან ნატრიუმი (ეს უკანასკნელი წყლის შეკავებასაც იწვევს).
მიზეზთა მრავალფეროვნება მიგახვედრებთ, რომ შეშუპება არაერთ დაავადებას ახასიათებს. ზოგჯერ ის მთელ სხეულს მოიცავს, ზოგჯერ კი რომელიმე ერთი ორგანოთი შემოიფარგლება.
შეშუპების საწინააღმდეგო სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გრეიფრუტი ½ ან 1 ცალი ფორთოხალი
- ვაშლი 1 ცალი
- კამა და ოხრახუში რამდენიმე ღერი ან ცერეცო 50 გრ
- გაწმენდილი წყალი 300 მლ
გრეიფრუტი და ფორთოხალი გაჯერებულია კალიუმით. ის ასევე ხელს უწყობს გულისცემისა და არტერიული წნევის კონტროლს.
ვაშლი მდიდარია პექტინით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ტოქსინების დაშლს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შეშუპებას, ანთების საწინაარმდეგოა, აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას,
ცერეცო, კამა და ოხრახუში ანტიოქსიდანტებია და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებია. ფიტონუტრიენტებითა და C ვიტამინით მდიდარი ეს პროდუქტები ხელს უწყობს მონელებას, გახდომას და საუკეთესო ბუნებრივი შარდმდენი საშუალებებია.
სმუზის მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მომზადებული სმუზის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ უზმოზე, ყოველ მესამე დღეს. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.