mobliurebi
mobliurebi

ხალხური მედიცინის რეცეპტების დახმარებით შეგიძლიათ საწყის ეტაპზე შეაჩეროთ ძლოვანი წანაზარდის ზრდა.  

vau.ge 6 9

თუ საშინაო პირობებში მომზადებული საშულებებით მკურნალობას პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე დაიწყებთ გასაოცარ ეფექტს მიიღებთ.

ხშირ შემთხვევებში ამ საშუალებათა წყალობით გამწვავებული ფორმების განკურნებაც ხდება და აღარ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ძლოვანი წანაზარდების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე.

შეგახსენებთ, მომზადებული საშუალების მცირე ნაწილი დაიტანეთ იდაყვის შიგნითა მხარეს და დააკვირდით რამდენიმე წუთი, თუ კანი გაგიწითლდათ საშუალება არ გამოიყენოთ.

ენდრო

ძვლოვანი წანაზარდების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება ენდრო, რომელსაც შეუძლია ნივთიერებათა ცვლის  მოწესრიგება და ზედმეტი შარდმჟავას გამოყოფა. საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ენდროს ფესვები 1 ჩ. კ. და 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი. მოცემული იგრედიენტები აურიეთ და 10 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ გააციეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ.

ბაბუაწვერა და იოდი

მავნე წანაზარდების წინააღმდეგ დაგეხმარებათ ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილები. ბაბუაწვერას 100 გრ ყვავილი გააშრეთ, დაფქვით, დაამატეთ იმ რაოდენობის იოდი, რომ ნედლეული დაიფაროს. მომზადებული ნაყენი დააყოვნეთ 4 დღით. ფეხები დაიორთქლეთ, კარგად შეიმშრალეთ და დაზიანებულ ადგილზე გაიკეთეთ იოდისა და ბაბუაწვერას ყვავილების ნარევის ბადე. სამკურნალო პროცედურა ჩაიტარეთ ორი კვირის განმავლობაში  ყოველ საღამოს.

მდოგვი, ბოდიაგა, სკიპიდარი

საშინაო პირობებში მომზადებული მდოგვის ფხვნილის, ბოდიაგასა და სკიპიდარის ნარევი შეზილეთ ძვლოვან წანაზარდებზე. საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ს. კ. მდოგვის ფხვნილი, 1 ს. კ. ბოდიაგა და 2 ს. კ. სკიპიდარი.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და შედეგი აღგაფრთოვანებთ.

ოროვანდი, სკიპიდარი

ძვლოვანი წანაზარდების სამკურნალოდ გაოიყენეთ ოროვანდის ფესვები და სკიპიდარი. აიღეთ ოროვანდის რამდენიმე დიდი ფოთოლი, მწვანე მხრიდან წაუსვით სკიპიდარი, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე, დაიდეთ ცელოფანი და შალის ქსოვილით შეიხვიეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 თვე. მაგრამ შემოთავაზებული კომპრესის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა გახურებამ დამწვრობა არ გამოიწვიოს.

იოდი და მარილი

ტკივილს შეგიმსუბუქებთ 15 წუთიანი აბაზანის მიღება. აბაზანის მოსამზადებლად 1 ლ წყალს დაამატეთ 10 წვეთი იოდი და 2 ს. კ. მარილი. მარილისა და იოდის აბაზანები გაიკეთეთ რეგულარულად. ტკივილის შესამსუბუქებლად დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთეთ იოდის ბადე.

იოდი და ასპირინი

10 მლ იოდს დაამატეთ 5 აბი დაფხვნილი ასპირინი და კარგად აურიეთ. სამკურნალო საშუალებას სააფთიაქო კოქტეილს უწოდებენ. მომზადებული კოქტეილი შეიზილეთ ღამით. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი დღე, შემდეგ ორი კვირა დაისვენეთ და კვლავ სამდღიანი კურსი გაიმეორეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება