mobliurebi
mobliurebi

მე ეს შევძელი! თქვენც გამოგივათ. დაამარცხეთ სამუდამოდ მტანჯველი ართრიტი

ართრიტი სახსრების ანთებაა, რომელიც სახსრის 100-ზე მეტ სხვადასხვა პათოლოგიას აერთიანებს. მათ შორის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ართრიტის სიმპტომები როგორც წესი ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა მოულოდნელადაც გამოვლინდეს. იგი ჩვეულებრივ გვხვდება 65 წლის ზემოთ ადამიანებში, მაგრამ არსებობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში განვითარების საკმაოდ მაღალი ალბათობაც. ართრიტი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე კაცებში, ასევე გავრცელებულია ჭარბწონიან ადამიანებში.

სიმპტომები

სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და შესივება ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის გართულება და სახსრის ირგვლივ კანის შეწითლება. ხშირ შემთხვევაში ართრიტის ნიშნები ბევრად უფრო აშკარად არის გამოხატული დილით.

რევმატოიდული ართრიტის ნიშნებია დაღლილობა და უმადობა, გარდა ამისა ანთებითი პროცესის გამო ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქციონირება.

შესაძლოა აგრეთვე გამოვლინდეს ანემია, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება. თუ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა არ მოხდება დროულად, დაავადება იწვევს სახსრების დეფორმაციას.

ართრიტის მკურნალობის მთავარი მიზანია დაავადებისგან გამოწვეული ტკივილის შეჩერება და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება.

დაავადების პრევენციის გზები

ჭარბი წონის კლება მნიშვნელოვანი ფაქტორია ართრიტის თავიდან აცილებისათვის. გარდა ამისა ჯანმრთელი საკვები - ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, თევზი და თხილი დიდ გავლენას ახდენს ანთებითი პროცესის შეჩერებაზე.

თუ გაქვთ ართრიტი, რეკომენდებულია შეზღუდოთ ან არ მიიღოთ შემწვარი და გადამუშავებული საკვები, რძის ნაწარმი და დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები.

ხალხურ მედიცინაში ბევრი რეცეფტია, რომელიც გვეხმარება ამა თუ იმ ტკივილის დამარცხებაში. გამონაქლისი არც სახსრებია. დღეს გასწავლით კიდევ ერთ შესანიშნავ რეცეფტს.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:

  • სტაფილო 2 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • კიტრი 1 ცალი ან ვაშლი 1 ცალი
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • ჯანჯაფილის კოჭა გახეხილი (ცოტა)
  • შავი პილპილი მწიკვი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თავდაპირველად გათალეთ ციტრუსები და სტაფილო. შემდეგ პატრა ნაჭრებად დაჭერით კიტრი და სტაფილო.
  2. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.
  3. თუ მასა სქელი გამოგივიდათ, დაამატეთ წყალი და თქვენი სასმელიც მზად არის.

საუკეთესო შედეგის მისაღებად სასმელი მიიღეთ დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება