დაამარცხეთ ხერხემლის თიაქარი ამ საოცრი ხალხური მეთოდით

ხერხემლის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებულია მალთაშუა დისკის თიაქარი. ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს.

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალების და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების წარმოქმნა და მალთაშუა სივრცეების შევიწროება.

მალთაშუა დისკი არის ხრტილოვანი სტრუქტურა, რომელიც ძირითადად ხერხემლის ამორტიზაციის ფუნქციას ასრულებს.  დაავადება შესაძლებელია განვითარდეს წელის, კისრის, გულ-მკერდის არეში. ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად გვხდება 30-50 წლის ასაკში. დაავადება უფრო ხშირია  მამაკაცებში,  ვიდრე ქალებში.

ერხემლისა და მალთაშუა დისკის თიაქრის გამომწვევი მიზეზებია:

  • ტრავმა / მრავლობითი ტრავმა
  • ჭარბწონიანობა
  • ხანდაზმული ასაკი
  • ხერხემლის დაავადებები: ოსტეოქონდროზი, სკოლიოზი, კიფოზი
  • არასწორი ფიზიკური დატვირთვა
  • სიმძიმეების ტარება/ აწევა
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით  შეგიძლიათ გამოიყენოთ რეცეპტი, რომელიც მხოლოდ 3 იგრედიენტისგან შედგება.

ამ საშუალების  შემადგენლობაში შემავალ ყველა იგრედიენტს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებება.

თიხის სარგებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს სტატიებში. იგი  ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აცხრობს ანთებით პროცესს.  ძალიან სასარგებლო იგრედიენტია, რადგან შთანთქავს წყლებსა და ტოქსინებს. ამავე დროს გაჯერებულია დიდი რაოდენობით მინერალებით.

ძმარი, უმჯობესია თუ ვაშლის ძმარს გამოიყენებთ, უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო  და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

კომბოსტო  უამრავი სასარგებლო თვისებითაა გაჯერებული.

ზუსტად ამ ძალიან იოლი, ყველასთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო პროდუქტებით მზადდება  საშულება, რომლის რეცეპტსაც გასწავლით ახლა.

საჭირო იგრედიენტები:

  • კოსმეტიკური თიხა (ფხვნილის სახით) 5 ს. კ.
  • ძმარი 2 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • კომბოსტოს ფოთლები 2-3

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თიხა, წყალი და ძმარი მინის ან კერამიკის ჭურჭელში კარგად აურიეთ. კომბოსტოს ფოთლები რამდენიმე წამით მოწალეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანებულს ადგილებზე და კარგად შეიზილეთ, შემდეგ დაიფინეთ კომბოსტოს ფოთლები და დაელოდეთ თიხის გაშრობას, დაახლოებით 30 წუთამდე.

შეეცადეთ, რომ პროცედურები ჩაიტაროთ დღეში 2-3-ჯერ და მალე იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესება.

Facebook კომენტარები