როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლის შედება და თრომბი?
სისხლი სისხლძარღვებში გარკვეული წნევით გადაადგილდება. ეს პროცესი დამოკიდებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარზე, სისხლძარღვების ტონუსზე და მასში განვითარებულ წნევაზე, სისხლძარღვების შიდა ზედაპირის მდგომარეობაზე, სისხლის კომპონენტების თავისებურებასა და შედედების უნარზე.
თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:
- თუ გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისიხლი, შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს სისიხლძარღვებში
- თუ სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიურობა დაქვეითებულია რაიმე მიზეზით, სისხლი შესქელებულია ან მომატებულია შედედების უნარი.
თრომბი ხშირ შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, აუცილებელია მისი სიმპტომების დროულად ამოცნობა, რადგანაც იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი - განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.
გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზის დროს დამახასიათებელია:
- ტკივილი გულის არეში
- არითმია
- სიკვდილის შიში
ფილტვის სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:
- ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში
- სუნთქვის უკმარისობა
- შესაძლებელია თან ერთვოდეს სისხლიანი ხველა
ნაწლავთა სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:
- მწვავე ტკივილი მუცლის არეში
- ღებინება
- მუცლის დაჭიმულობა
კიდურების სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:
- ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ
- კოჭლობა
- კიდურების შეშუპება
- უსიამოვნო შეგრძნება ბარძაყის შიდა ზედაპირებზე
- ვენების ამობერვა და რელიეფურობა, ე.წ. ზედაპირული ვენების თრომბოზ
თრომბის პროფილაქტიკა
საშუალება №1
250 გრამ კარგად გარეცხილ და კანისგან გასუფთავებულ ნიორს დაასხით 300 გრამი ნატურალური თაფლი და დააყოვნეთ 3 კვირით. მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 40 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.
საშუალება №2
100 გრამ კარგად დაფქულ მუსკატის კაკალს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დააყოვნეთ 21 დღე-ღამის განმავლობაში. ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ის. დაყოვნებული მასა უნდა გაფილტროთ (დაგვჭირდება მხოლოდ სითხე). დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1/4 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში გახსენით მზა ნაყენი 20-30 წვეთის ოდენობით და მიირთვით.
საშუალება №3
დარიჩინი და ჯანჯაფილი – კომბინაცია, რომელიც ეფექტურად ათხევადებს სისხლს. ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, კარგად გახეხეთ ჯანჯაფილის საშუალო ზომის ფესვი (დაახ. 4 სმ სიგრძის) და ერთი მწიკვი დარიჩინი. როდესაც ნარევი გაგრილდება, გადაწურეთ ის და დაუმატეთ მცირეოდენი თაფლი და ლიმონის წვენი. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ეს სასმელი პატარ-პატარა ულუფებით. ყოველი დღისთვის თქვენ უდნა მოამზადოთ ახალი ულუფა.