mobliurebi
mobliurebi

ძირტკბილას აქამდე უცნობი რეცეფტები, დაგეხმარებათ მრავალი პრობლემის გადაჭრაში.

vau.ge 7 2

ძირტკბილას სასარგებლო თვისებები აღწერილია თითქმის ყველა უძველეს სამედიცინო წიგნში, მაგალითად ძველ ეგვიპტურ, შუმერულ და ჩინურ წიგნებში.

ძირტკბილა თავისი ეფექტურობით და სამკურნალო ძალით ედრება ჟენშენს, ხოლო, დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერებაში ჯობნის კიდეც სახელგანთქმულ „სიცოცხლის ფესვს“.

ეგვიპტელები იმდენად აფასებდნენ ძირტკბილას, რომ ის შედიოდა იმ ნივთების სიაში, რომელიც აუცილებლად უნდა გაეტანებინათ ფარაონისთვის საიქიოში. მას გამუდმებით პოულობენ აქეოლოგები ეგვიპტური აკლდამების გათხრებისას.

მოგვიანებით ცნობილი მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის ჯარს დიდხნიანი ლაშქრობის დროს თან ჰონდა ძირტკბილას მარაგები. ძირტკბილას არა ერთხელ გადაურჩენია მისი ჯარი ახლო აღმოსავლეში, სადაც მტკნარი წყლის დიდი ნაკლებობა იყო.

მოგვიანებით ამ ხერხს მიმართავდნენ რომის ლეგიონები, უფრო მოგვიანებით კი თურქეთის და საფრანგეთის ჯარები პირველი მსოფლიო ომის დროს.

დღესდღეობით, ძირტკბილას გამოკვლევას დიდ დროს უთმობენ ფარმაკოლოგიური კომპანიები. რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია, ძირტკბილას ახალი სამკურნალო თვისებების აღმოჩენების შესახებ.

ტრადიციულად ის გამოიყენება გაციების სამკურნალოდ, როგორც ამოსახველებელი და დამხმარე საშუალება მშრალი ხველისას. თუმცა მისი სამკურნალო თვისებები ამაზე უფრო ფართო სპექტრს მოიცავს და ეხება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნივთიერებათა ცვლას, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ჰორმონალურ ფონს.

ძირტკბილას გამოყენება და სასარგებლო თვისებები

ძირტკბილა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც დამატებითი კომპონენტი სამკურნალო საშუალებებში, აგრეთვე კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში.

მკურნალობისას მისი გამოყენების დროს შეიმჩნევა სიმპტომების მკვეთრი მოხსნა მრავალი დაავადების დროს. პროფილაქტიკის მიზნით მიღების დროს კი, ორგანიზმი უფრო ძლიერდება და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

ხველის მკურნალობა

ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები დამხმარეა როგორც ამოსახველებელი საშუალება, გარდა ამისა შვებას ჰგვრის მშრალი ხველის დროს.

ეს ძირტკბილას ორი კომპონენტის ურთიერთთანამშრომლობის დამსახურებაა - საპონინების და გლიცირიზინის მჟავის.

ეს კომბინაცია აჩქარებს სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოდენას და აპკივით ეკვრება სასუნთქ ორგანოებს რათა დაიცვას გაღიზიანებისგან.

ზრდასრულებისთვის შესანიშნავია სახლის პირობებში დამზადებული ნაყენი ძირტკბილა თეთრ ღვინოში. ამისათვის 0,5 ლ. მშრალ თეთრ ღვინოში ჩაყარეთ 50გ. ძირტკბილა და დააყენეთ ორი კვირის განმავლობაში. მიღება შეიძლება დღეში ორჯერ 30-30 წვეთი გახსნილი წყალში.

ძირტკბილას ტკბილი გემოს წყალობით შესაძლებელია, ბავშვებისთვისაც მომზადდეს ხველების წამალი, რომელიც არა მარტო სასარგებლო არამედ გემრიელიც იქნება.

ამისათვის ერთმანეთს ერევა 5 გ. ფესვი და 80 მლ. შაქრის სიროფი. მზა სიროფის შენახვა შეიძლება დახურული ჭურჭლით მაცივარში. მისი გამოყენება კი, გაციების პირველივე ნიშნებისას.

ნაგვის“ მოშორება

ძირტკბილა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცენარეულ გამწმენდად, რომელსაც აქვს უნარი შეიწოვოს და ორგანიზმიდან გამოიტანოს ტოქსინები. ის დამხმარეა, ნაწლავების შლაკებისგან გაწმენდის დრო და ამავდროულად, ზრდის ნაწლავების უნარს შეითვისოს სასარგებლო ნივთიერებები საკვებიდან. ძირტკბილა აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის პრობლემების წარმოქმნას.

გამოყენების წესები

ძირტკბილას ფესვი გამოიყენება ერთკომპონენტიანი სამკურნალო საშუალების დამზადებისას, ამავე დროს, ის შეიძლება შედიოდეს კომპლექსური ფიტოპრეპარატების შემადგენლობაშიც. მათი დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც:

ნახარში

1 ჭიქა ადუღებულ წყალში ემატება 1 ს.კ. ნედლეული და ყენდება 1 საათის განმავლობაში. გაციებისა და გაწურვის შემდეგ მიიღება დღეში სამჯერ ჭამამდე 1 სუფრის კოვზი. ნახარშის რეგულარული მიღება დამხმარეა გაციების და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სწრაფად მოგვარებაში.

ფიტოჩაი

შეურიეთ 2 ჩ.კ. ძირტკბილას ფესვი, 1 ჩ.კ. გვირილა და 1 ჩ.კ. ბარამბო. დაასხით ნაზავს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. მიიღეთ მთლიანი ჭიქა ჩაი ჭამის შემდეგ. ის აშორებს ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებას კუჭში, რომელიც გამოწვეულია გულძმარვით, კოლიკით ან დისპეფსიით.

გამწმენდი საშუალება

გადაურიეთ დაფქული 20გ. ძირტკბილა და 5გ. კამის თესლი. ჭიქა ადუღებულ წყალზე დაუმატეთ 1 ს.კ. ეს ნაზავი. შეახვიეთ ჭურჭელი და დატოვეთ სრულ გაციებამდე. ნახევარი ჭიქა ნაყენის მიღება სასურველია ჭამის შემდეგ ერთ საათში. ის მარტივად და სწრაფად აშორებს ნაწლავების პრობლემებს, შეკრულობას და შებერილობას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება