ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა 3 რეცეფტით

vau.ge 2021 07 08T173714.511

ნაღვლის წვენი ადეზინფეცირებს და ალკალიზაციას ახდენს წვრილი ნაწლავის სანათურის გარსში, იცავს ნაწლავის ლორწოვანს კუჭის აგრესიული მარილმჟავასგან და იცავს მას პარაზიტებისა და ბაქტერიული ინფექციებისგან.

როდესაც ნაღვლის ბუშტი არის ზარმაცი, ნაღვლის დენა ხდება ნელა და არასაკმარისი რაოდენობით. შედეგად, გვიანდება საკვების დეზინფექცია და პარაზიტული ინფექციების რისკი იზრდება.

დღის განმავლობაში, ღვიძლი წარმოქმნის 1 ლიტრამდე ნაღველს – საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობაა. ნაღვლის შემადგენლობა ძალიან მდიდარია და შედგება: წყლის, ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის და არაორგანული ნივთიერებებისგან.

ნაღვლის წარმოქმნის პროცესი – ნაღვლის ექსკრეცია – ხორციელდება მუდმივად, ხოლო ნაღვლის შემოდინება თორმეტგოჯა ნაწლავში – ნაღვლის სეკრეცია – ხდება პერიოდულად, ძირითადად საკვების მიღება.

ნაღვლის უკმარისობისას ორგანიზმი ზარალდება ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის, ცხიმში ხსნადი ვიტამინების აუთვისებ;ობით.

ნაწლავში, არასასურველი ცხიმი მოიცავს საკვების მასებს და აფერხებს ფერმენტების მოქმედებას მათზე.

ნაღვლის უკმარისობისას ფერმენტების აქტივობა კლებულობს, რადგან ნაღველი მონაწილეობს კუჭის სიამჟავის  განეიტრალებაში და ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოს შენარჩუნებას.

დაბოლოს, ნაღვლის მჟავა ასტიმულირებს ნაწლავის ეპითელიუმის სორბციის თვისებებს, ამიტომ, მათი დეფიციტის დროს, მემბრანული მონელების დარღვევა ხდება. აუთვისებელ ცხიმებთან ერთად, ნაწლავებიდან გამოიდევნება ცხიმში ხსნადი ვიტამინები. ვითარდება ჰიპოვიტამინოზი, კერძოდ, სისხლის კოაგულაცია ხშირად მცირდება K ვიტამინის დეფიციტის გამო

აი როგორ უნდა გავწმინდოთ ნაღველი და ღვიძლი:

რეცეფტები

# 1
შეურიეთ 1 ჩ.კ. პიტნა და 1 ჩ.კ. ვარდის ფოთლები (შეფუთული პროდუქტის შეძენის შემთხვევაში  თითო პაკეტის მიღება შეგიძლიათ).  დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

# 2

აურიეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ნაყენი, 1 ს.კ. სიმინდის აბრეშუმი და 1 ს.კ. მოცვი. ჩ მცენარეულ ნარევს 2 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ. მოხარშეთ მაქსიმალურ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი. გაზქურიდან გადმოდგმის შემდეგ გააჩერეთ ინფუზია 40 წუთის განმავლობაში. დალიეთ 1 ჭიქა დღეში ერთხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

# 3

1 ს.კ გვირილის ყვავილებს დაუმატეთ იგივე რაოდენობის ორეგანოს ბალახი (1 სუფრის კოვზი). მწვანილს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ. დალიეთ დღეში 3-ჯერ, 1 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

Facebook კომენტარები