თეთრი აკაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის: მიყვარს აკაციის ნაყენი, რადგან ყველა ქალური პრობლემა დამავიწყა!
თეთრი აკაციის ყვავილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში და ის წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ძველად თეთრ აკაციას მიიჩნევდნენ სასიცოცხლო ძალისა და უკვდავების სიმბოლოდ. ითვლებოდა, რომ აკაციის ხე ენერგიის ძალიან დიდი წყარო იყო და მისი ძალა სასარგებლოდ მოქმედებდა აბსოლიტურად ყველა ადამიანზე, განსაკუთრებით კი ქალბატონებზე და მომავალ დედებზე.
აკაციის ყვავილებს აგროვებენ ტყეებში, პარკებში და აგარაკებზე, რაც შეიძლება მოშორებით ქალაქისგან და მტვრიანი გზებისგან. ყვავილები კარგად უნდა გარეცხოთ, მოაცალოთ ღერეობი და კარგად გამოაშროთ.
თეთრი აკაცია უკუჩვენებითია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ამ სამკურნალო საშუალების გადაჭარბებულმა გადაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და საერთო სისუსტე.
საკვერცხეების ანთებისა და საშვილოსნოს მიომის დროს 1 ს.კ. ნედლ ან გამომშრალ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხე მიირთვით დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ცისტიტის დროს 1 ს.კ. მშრალ ყვავილებს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ და ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში. მზა ნაყენი გაფილტრეთ და მიღებული სითხე მიირთვით 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
უშვილობის დროს იღებენ შემდეგ სასმელს: 1 ჩ.კ. გამომშრალ ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აყოვნებენ სრულ გაგრილებამდე და სვამენ ყოველი ჭამის წინ. კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე, რის შემდეგაც აუცილებელია შესვენების გაკეთება.
აკაციის სიროფი
თუ ამ რეცეპტით აკაციის სიროფს მოამზადებთ, მიიღებთ ვიტამინებით გაჯერებულ საშუალებას, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ზამთრის ცივ სეზონზე აკაციის სიროფი არაჩვეულებრივად გვიცავს ვირუსებისგან და ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მას ხშირად ამატებენ ჯემებში, გაზირებულ მინერალურ წყლებში და სხვადასხვა ბალახეულის ჩაიში.
ინგრედიენტები:
1 ლიტრი წყალი1 კგ შაქარი1 ლიმონი250 გრამი აკაციის ყვავილები
ინსტრუქცია:
მოგლიჯეთ ყვავილები ღეროებიდან და მოათავსეთ სტერილურ ქილაში.მოხარშეთ სიროფი წყლისგან და შაქრისგან, მიეცით დრო გასაგრილებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით ყვავილებს.ლიმონი დაჭერით თხელ რგოლებად და ჩაამატეთ ქილაში, დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ეს საშუალება 3 დღე-ღამის განმავლობაში. ყოველდღიურად აუცილებლად კარგად გადაურიეთ შიგთავსს.3 დღის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და მზა სითხე გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში. აკაციის ყვავილებისგან ხელებით ბოლომდე უნდა გამოწუროთ სითხე.
1 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ გაცივების, გრიპის დროს და ამოსახველებელი ან მსუბუქი საფაღარათო საშუალებების დროს.
2 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 100 მლ არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 14 დღე, გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი წყალთან ერთად დღეში 2-ჯერ , კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს.
1 ს.კ. ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი. დალიეთ 1 ს.კ დღეში 3-5-ჯერ ჭამის შემდეგ შარდის ბუშტის, თირკმლის დაავადებების დროს.