თუ ამ ცუდ ჩვევებზე უარს იტყვით, თქვენი მუცლის ზომა საგრძნობლად მოიკლებს!

თუ მუცლის ზომის შემცირება გსურთ, მაგრამ დაიღალეთ სტრესული ვარჯიშებითა და დროის უქმად კარგვით, მაშiნ ეს სტატია თქვენთვისაა.

ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ცუდ ჩვევებზე უარის თქმით შეძლებთ. მოდით გავიცნოთ ისინი:

სწრაფად ჭამა

ჩვენი ცხოვრების სტილი საკმაოდ აქტიურია. ამის გამო ხშირად გვიწევს სწრაფად ჭამა. იცოდით, რომ ეს იწვევს გაზის წარმომქმნელ ჰაერის შთანთქმას? თავის მხრივ კი ეს მუცლის ზომას ზრდის. ეს მითი ნამდვილად არ არის. როცა თქვენ სწრაფად ჭამთ, კარგად ვერ ღეჭავთ საჭმელს. ამის გამო კუჭში დიდი ზომის საჭმელი გადადის, რომელიც მონელებას ელოდება. ეს ასევე გაკარგვინებთ იმის შეგრძნებას, თუ რამდენი ჭამეთ.

და რა არის ამის გამოსავალი? მხოლოდ ერთი რამ- ჭამეთ ნელა.

სოდის დამატება

სოდიანი სასმელი ყველას გვიყვარს. ის სარელაქსაციო და ტკბილია. სამწუხაროდ, ის მუცლის ზომის ზრდას იწვევს. თუ ფიქრობთ, რომ დიეტურ სოდიან სასმელს სხვა ეფექტი აქვს, ცდებით. დიეტური სასმელები უფრო უარესია. ხელოვნური შაქრის დანამატები მუცლის ზრდას უფრო იწვევენ ვიდრე დაპატარავებას.

გიყვართ შეფუთული საჭმელი?

დიდი რაოდენობით ნატრიუმის მიღება თქვენი ჯანმრთელობისთვისა და მუცლისთვის ცუდია. შეფუთული საკვები კი მრავალ ნატრიუმს შეიცავს. ჩიფსები, ხორბლეული, სუპები – მათში დიდი რაოდენობით ნატრიუმია.
სასარგებლო რჩევა: ჭამეთ ნატურალური საკვები, ახალი ხილი, ბოსტნეული.

ღამით საჭმლის მირთმევა

თუ ღამით ჭამა გიყვართ, არ გაგიკვირდეთ დილით შებერილი მუცლითა და კუჭის ტკივილით თუ გაიღიძებთ. როცა სხეული დაწოლილ პოზიციაში იმყოფება, ის ნაკლებ ენერგიას გამოყოფს. ამ დროს საჭმელი ნელა მუშავდება, თქვენ კი სწრაფად სუქდებით.

სასარგებლო რჩევა: ჭამეთ 3-4 საათით ადრე დაძინებამდე.

საჭმელზე ალერგია

ზოგიერთ საჭმელზე ალერგია გაქვთ? ეს ფაქტი არ დააიგნოროთ რადგან  ზოგიერთი ალერგია  მუცლის ზრდასთან არის დაკავშირებული.

სასარგებლო რჩევა: ესტუმრეთ ექიმს, რათა გაარკვიოთ, რომელ საჭმელზე გაქვთ ალერგია ან მგრძნობელობა.

Facebook კომენტარები