mobliurebi
mobliurebi

e183a3e1839ce18398e18399e18390e1839ae183a3e183a0e18398 e18392e18390e1839be18390e18390e183aee18390e1839ae18392e18390e18396e183a0e18393 5ec8494e541c7ადამიანის ასაკს ყოველთვის პლუს-მინუს 1-2 წლით ვსაზღვრავდი. ერთხელ სტუმრად ყოფნისას ქალბატონი გავიცანი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მაქსიმუმ 35 წლის იქნებოდა, თუმცა საუბრისას აღმოჩნდა, რომ ქალბატონი 46 წლის იყო!!!
მთელი საღამო თვალს არ ვაცილებდი მას, ასაკის კვალს ვეძებდი მის სახესა თუ აღნაგობაში, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვე! გადატკეცილი, გლუვი კანი, არანაირი ნაოჭი და სახის იდეალური ოვალი. დავიწყეთ მისი დაკითხვა… მან დიდხანს იხუმრა, შემდეგ დაგვნებდა და გაგვიმხილა: 6 წლის წინ უნიკალური გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი აღმოაჩინა. მას შემდეგ, რაც მისი მიღება დაიწყო, მხედველობა -3-დან -1-მდე ჩამოუვიდა, კანი გადაეტკიცა არა მარტო სახეზე, არამედ სხეულზეც, ხოლო თმა გაუხშირდა.

და რაც ყველაზე საოცარია: ჭაღარა თმას ფერი დაუბრუნდა!

ამ ჯადოსნური ელექსირის შემადგენლობა ასეთია: თაფლი – 1 კგ; ლიმონი – 4 ცალი; ნიორი – 3 კბილი; სელის თესლის ზეთი – 200 მლ.

მომზადების წესი კი შემდეგნაირია: ნივრის 3 კბილი და ლიმონი (2 გაფცქვნილი და 2 ცედრით) გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ თაფლი და ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.

მასა უნდა შეინახოთ მაცივარში და მიიღოთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნივრის სუნი და გემო პირში მხოლოდ 10 წუთით რჩება, შემდეგ უკვალოდ ქრება. ამიტომაც მისი მიღება თავისუფლად შეგიძლიათ დილით, საუზმემდეც.

სხვა წყაროებში ამ ნაერთის სხვა პროპორციებიც ვნახე, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეცეპტი ნამდვილად მალამოსავით მოედება ჩვენს ორგანიზმს.

აქვე გთავაზობთ სხვა პროპორციებსაც: – სელის თესლის ზეთი – 0,5 ლიტრი
– თაფლი – 200 მლ; – 3 ლიმონი (ვხეხავთ ერთს კანიანად, ორს გაფცქვნილს)
– ნიორი – 1 კბილი

– 15 ლიმონი
– 200 გრ გატარებული ნიორი
– 0,35 ლიტრი სელის თესლის ზეთი (ვის როგორ მოსწონს, შეგიძლიათ მეტიც დაუმატოთ).
– 700 გრ თაფლი.

მარადიულ ახალგაზრდობასა და დღეგრძელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება