კვირაში 10 კილოგრამის დაკლება – რეალურია! ამასთან, ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნო, არ იშიმშილო და არ მიიღო საშიში პრეპარატები. მითია? არა, ეს ვაშლის დიეტაა!
ალბათ, იცით, რომ ვაშლი – ჩემპიონია პექტინის შემცველობით, მაგრამ დიეტოლოგებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს, რომ პექტინს შეუძლია ნებისმიერ საკვებს შეუმციროს კალორიულობა. როგორ ახერხებს ის ამას? თუ მარტივად აგიხსნით – ის მუშაობს, როგორც ღრუბელი, იწოვს ზედმეტ ნახშირწყლებსა და ცხიმებს და ისინი გამოაქვს ორგანიზმიდან. არადა, სწორედ “სწრაფი” ნახშირწყლები უწყობს ხელს ზედმეტი წონის წარმოქმნას. საოცარია პექტინის კიდევ ერთი თვისება: ის არ იწოვს სხვა, სასარგებლო ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ამიტომაც ფაქტობრივად, უბრალოდ, აცლის ორგანიზმს მავნებელ ნივთიერებებს და უტოვებს სასარგებლოს.მაშ ასე, ვაშლის დიეტის მენიუ ასეთია:
დღე პირველი – ვაშლის
საუზმე
დაჭერი წვრილ კუბებად ან გახეხე 2-3 ვაშლი, დაუმატე ცოტაოდენი თხილი ან ნიგოზი და მოასხი ლიმონის წვენი.
სადილი
გახეხე მსხვილ სახეხზე სამი ვაშლი, წვრილად დაჭერი ოხრახუში და მწვანე ხახვი, ყველაფერი აურიე და მოაყარე მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხი ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი
3 საშუალო ვაშლი.
ნორმალური ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში ერთ დღეში 1 კგ-ს დაიკლებ.
დღე მეორე – ბრინჯის
საუზმე
ერთი მუჭა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი. შეგიძლია აურიო ერთმანეთში და ისე მიირთვა.
სადილი
გათალე 3 ვაშლი, გამოაცალა კურკები, დაჭერი 4 ნაჭრად თითოეული და მოასხი ადუღებული წყალი, გააჩერე ნახევარი საათი. შემდეგ დაუმატე ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ერთ მუჭა მოხარშულ ბრინჯს (უმარილოს) მოასხი ზემოდან ეს მომზადებული ვაშლის პიურე და გემრიელად მიირთვი.
ვახშამი
ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.
ნორმალური ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში იკლებ 1,5-2 კგ-მდე.
დღე მესამე – ხაჭოსი
საუზმე
2 ვაშლი და ნახევარი შეკვრა ხაჭო: შეგიძლია ჩააჭრა ხაჭოში ვაშლი ან ცალ-ცალკე მიირთვა. მთავარია, არ მოაყარო შაქარი.
სადილი
დაჭერი ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხი ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიე დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხი ერთი სუფრის კოვზი თაფლი. დაუმატე ვაშლის ნაჭრები და გემრიელად მიირთვი!
ვახშამი
100 გრ ხაჭო.
ნორმალური ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში ამ დღეს იკლებ 2 კგ-ს.
დღე მეოთხე – სტაფილოსი
საუზმე
გახეხე 2 მოზრდილი სტაფილო და 1 ვაშლი. შეურიე ერთმანეთს და მოასხი ზეითუნის ზეთი.
სადილი
იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვი, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხი თაფლი, ზემოდან კი მოაყარე ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი
შეწვი ღუმელში 2 ვაშლი, თითოეულს ამოჭრილ გულში ჩაასხი თითო ჩაის კოვზი თაფლი.
ამ დღეს იკლებ 2 კგ-ს.
დღე მეხუთე – ჭარხალი და სტაფილო.
საუზმე
მოხარშე 1 მოზრდილი სტაფილო და ერთი საშუალო ჭარხალი. გააგრილე და გახეხე, მოასხი ზეითუნის ზეთი.
სადილი
მოხარშე ჰერკულესის ფაფა წყალზე, დაუმატე გახეხილი ვაშლი. მოამზადე სალათა მოხარშული კვერცხის, მოხარშული ჭარხლისა და სტაფილოსგან.
ვახშამი
გახეხე 2-3 სტაფილო, მოაყარე ყავისფერი შაქარი ან მოასხი თაფლი.
ამ დღეს იკლებ 1 კგ-ს.
დღე მეექვსე და მეშვიდე: გაიმეორე პირველი ორი დღე
მთელი დიეტის განმავლობაში სვი ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხე ყავა, ხოლო კენკრისა თუ ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები შეგიძლია მიირთვა.
თუკი იგრძნობ, რომ არ გაკმაყოფილებს მენიუ და მაინც გშია, დიეტის ნებისმიერი დღის რაციონს შეგიძლია დაუმატო 2-3 ვაშლი.