საკვები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, როცა საკვები კი არ მატებს ორგანიზმს ენერგიას, არამედ პირიქით – აცლის, რაც მუცლის ტკივილს იწვევს. აი ძირითადი სამი მიზეზი, რაც მუცელში დისკომფორტს წარმოშობს.

1. სახამებლის და ცილის შემცველი საკვები

სახამებლის შემცველ საკვებს ორგანიზმი სწრაფად ამუშავებს. ცილას კი ნელა. ამიტომ ასეთი საკვების მიღებისას, შეიძლება ითქვას, სახამელებს “რიგში უწევს დგომა”, რომ ცილის შემდეგ გადამუშავდეს. თავის მხრივ ეს იწვევს გულძმარვას და მუცელში დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ეს ორი რამ ცალცალკე მიირთვათ.e183a0e18390 e18398e183ace18395e18394e18395e183a1 e1839be183a3e183aae1839ae18398e183a1 e183a2e18399e18398e18395e18398e1839ae183a1 3 5ec84b90e96d72. გამაგრილებელი სასმელები

ზაფხულის ცხელ დღეებში გამაგრილებელი სასმელით ან თუნდაც ყინულით სავსე წყლით გაგრილება ყველას უყვარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყინულიანი წყალი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ხელს უშლის, ეს კი დროთა განმავლობაში სიმსუქნეს იწვევს. ამასთანავე, მუცელში დისკომფორტს იწვევს. ამიტომ გირჩევთ გამაგრილებელი სასმელი ყინულის გარეშე მიირთვათ.e183a0e18390 e18398e183ace18395e18394e18395e183a1 e1839be183a3e183aae1839ae18398e183a1 e183a2e18399e18398e18395e18398e1839ae183a1 3 5ec84b91a69723. წყალი საკვებთან ერთად

წყალი ან ჭამადე 1 საათით ადრე დალიეთ, ან 1 საათის შემდეგ. ასე საკვების გადამუშავება ადვილად ხდება, წყალთან ერთად კი ორგანიზმს გადამუშავების პროცესი უჭირს.e183a0e18390 e18398e183ace18395e18394e18395e183a1 e1839be183a3e183aae1839ae18398e183a1 e183a2e18399e18398e18395e18398e1839ae183a1 3 5ec84b926c259

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Hard.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები