გაზაფხული ახლოვდება და ბევრი ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რომელი მშვენიერი ქვეყანა აირჩიოს მოგზაურობისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადგილების ნახვის და განტვირთვის იდეა უმეტესობისთვის მიმზიდველად გამოიყურება, არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს იდეა აშინეთ. დამეთანხმებით, რთულია ახალი თავგადასავლებით აღფრთოვანება, როდესაც მოგზაურობიე ფიქრიც კი შფოთვას იწვევს.
ნაცნობი გარემოდან გასვლამ, ახალ ადამიანებთან შეხვედრამ ან უცხო საკვების მიღებამ, ზოგიერთს შეიძლება თავი დაუცველად აგრძნობინოს. გარდა ამისა, იმაზე ფიქრმა, თუ როგორი ემოციური რეაქცია ექნებათ ამ ყველაფერზე, შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა.
თუ თქვენ გაქვთ მოგზაურობის შფოთვა, ეს რჩევები დაგეხმარებათ აიღოთ კონტროლი საკუთარ თავზე:
- შფოთვის თავიდან ასაცილებლად, თან იქონიეთ ნივთები, რომლებიც იცით, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
- შეიმუშავეთ ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვის მართვაში. მაგალითად:
-
-
- ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს გონებაში არსებულ დამამშვიდებელ სურათზე ან ობიექტზე, რომელსაც ფიზიკურად ხედავთ, რათა გონება შიშებისგან გაათავისუფლოთ. ფილმის ყურება და წიგნის კითხვა ასევე ხელს უშლის შფოთვას.
- თქვენი აზრების დასამშვიდებლად უთხაით საკუთარ თავს: “მე უსაფრთხოდ ვარ”.
- დადასტურებულია, რომ ხანგრძლივი, ნელი სუნთქვა ამცირებს შფოთვას. ნელა შესუნთვა ცხვირით, შემდეგ თანდათან ამოსუნთქვა პირით, გეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოკლე, აჩქარებული სუნთქვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკის შეტევა.
- ისწავლეთ მედიტაცია, რადგან დადასტურებულია, რომ ეს ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას.
-
- შფოთვა ხშირად გამოწვეულია იმის განცდით, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ ყველაფერს. ამიტომ, დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობის პირველი რამდენიმე დღე დეტალურად. დეტალების ხელმისაწვდომობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ფიქრი.
-
-
- მოძებნეთ აეროპორტისა და მისი ტერმინალების ფოტოები.
- დაათვალიერეთ ქალაქის მეტროს სისტემა ან გაერკვნენ ადგილობრივი ტრანსპორტით.
- მოძებნეთ თქვენი სასტუმრო რუკების ვებსაიტზე.
- შეამოწმეთ სასტუმროსთან ახლომდებარე რესტორნები და წაიკითხეთ მათი მიმოხილვები.
-
თუ აეროფობია გაქვთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი მოგზაურობა უშფოთველი:
- იმოგზაურეთ გამოცდილ ადამიანთან ერთად, რომელიც ხშირად დაფრინავს. ვინმეს ყოლა, ვინც აგიხსნით, რას ნიშნავს ფრენასთან დაკავშირებული პროცედურები, (უსაფრთხოების შემოწმება, ჩასხდომის საშვი, ტერმინალები და ა.შ.), შეიძლება დასამშვიდებლად კარგი საშუალება იყოს. თუ მას ფრენის დროს თქვენს გვერდით ჯდომა შეუძლია, ის დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში.
- ფრენამდე აუცილებლად ესაუბრეთ თქვენს თანამგზავრს, რათა გააცნობიეროს თქვენი შიშები და იცოდეს, რა გჭირდებათ. მაგალითად, თუ არ მოგწონთ შეხება, უნდა უთხრათ, რომ დაძაბულ მომენტში ხელის მოკიდება არ გსიამოვნებთ, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი შფოთვა.
- მოუსმინეთ თქვენს საყვარელ, დამამშვიდებელ მუსიკას ან უყურეთ ფილმს/სატელევიზიო შოუს.
- ივარჯიშეთ ფრენემდე, რადგან შედეგად მიღებული ენდორფინები ამშვიდებს და ეხმარება ნერვულობის გაფანტვაში.
- დაჯავშნეთ ადგილი თვითმფრინავის წინა მხარეს და დერეფნის გასწვრივ, რათა არ იგრძნოთ თავი ჩაკეტილ სივრცეში.
თუ მოგზაურობის შფოთვა გაწუხებთ იმის გამო, რომ წინასწარ არ იცით როგორ სიტუაციაში აღმოჩნდებით, თანაც უცხო ქვეყანაში, შეიმუშავეთ გეგმა წინასწარ:
- გამგზავრებამდე შეიძინეთ სამოგზაურო ან ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სანამ წახვალთ, გამოიკვლიეთ ადგილები, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სერვისები, საჭიროების შემთხვევაში.
- დარწმუნდით რომ გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგანგებო სიტუაციებში.
- შეინახეთ იმ ქალაქის რუკა ტელეფონში, სადაც მიემგზავრებით.
- დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ფული მოგზაურობისთვის.
მოგზაურობისთვის საკმარისი ფულის მოგროვება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს? გასწავლით რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ გააკეთოთ ეკონომია ავიაბილეთებზე და კიდევ უფრო მეტად ისიამოვნოთ მოგზაურობით.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას ყველა ავიაკომპანიის შემოთავაზებაზე, რაც გაგიმარტივებთ ფასების შეადარებას. ამაში კი Aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა დაგეხმარებათ.
თქვენ მხოლოდ ირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, უთითებთ სასურველ თარიღებს და ღილაკზე ხელის დაჭერით შეძლებთ ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა შემოთავაზებას. ამასთანავე, საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააგენტოების მიხედვით, რაც ბევრად გაამარტივებს არჩევანის გაკეთებას და თქვენზე მორგებული ავიაბილეთების მოძიების პროცესს.