წაისვით ეს ხელნაკეთი თმის ნიღაბი და დაელოდეთ 15 წუთს! დაივიწყეთ თმის ცვენა და დაუბრუნდით ძველ ბზინვარებას!

ყველა ქალი ოცნებობს ქონდეს ლამაზი თმა, რომელიც მათ ყოველთვის განსაცვიფრებელს გახდის, მაგრამ თმის მოვლა ძალიან დელიკატურია. თითოეული ადამიანის თმა ასრულებს ფუნდამენტურ ესთეტიკურ როლს.

ბაზარი გვთავაზობს სხვადასხვა სახის პროცედურებს, რომლებიც გვპირდებიან თმის ძველებურ ბზინვარებასა და სიჯანსაღეს. მაგრამ ყველა მათგანი არ იძლევა დაპირებულ და მოსალოდნელ შედეგს.

სწორედ ამიტომ ამ სტატიაში დღეს შემოგთავაზებთ ბუნებრივ ხსნარს, რომელიც ძალიან მოკლე დროში თქვენს თმას გახდის ლამაზს და ძლიერს. ეს საშინაო საშუალება დაგეხმარებათ აღადგინოთ თმაზე დაკარგული საკვები ნივთიერებები და ასევე გააძლიეროთ თმის ძირები!

თმის ნიღაბი – ამ ნიღბის ძირითადი ინგრედიენტებია თაფლი, ზეითუნის ზეთი და დარიჩინი.

Lui.ge 3 8

ორივე ინგრედიენტს ბევრი სარგებელი აქვს როგორც თმისთვის, ასევე სკალპისთვის. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის თმაზე (ცხიმიანი, მშრალი, თანაბარი, ხვეული). შეამჩნევთ, რომ ნიღაბი სწრაფად მოქმედებს და შედეგი გაგაოცებთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ დარიჩინი
  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ თაფლი

მომზადება:

  1. პატარა ქვაბში ჩაასხით 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. როცა ზეთი გაცხელდება გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
  4. ყველაფერი კარგად აურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

გამოყენება:

ეს ნაზავი სკალპზე უნდა წაისვათ, ფუნჯით, როგორც აპლიკატორი. ჯერ გაიყავით თმა და წაისვით ნიღაბი უკნიდან დაწყებული, წინისკენ. დატოვეთ მსამოქმედოდ 15 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ თმა რბილი შამპუნით და წაისვით კონდიციონერი, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ.

გამოიყენეთ ნიღაბი ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. განსხვავებას უმოკლეს დროში იგრძნობთ! თმა უფრო ჯანსაღი და ბზინვარე გახდება!

Facebook კომენტარები