ამ სტატიის შემდეგ თქვენ აუცილებლად დაამატებთ კვერცხს თქვენს ყოველდღიურ რაციონში – აი რა უნდა იცოდეთ მის შესახებ!

კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ამინომჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს 11 ცხიმოვან მჟავას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. ამ ცხიმოვანი მჟავებიდან 9-ს კი კვერცხი შეიცავს. კონკრეტულად ამ 9 ცხიმოვანი მჟავის ნაკლებობა იწვევს მუდმივ დაღლილობას, თმის ცვენას, იმუნური სისტემის დაქვეითებას და კანის არაჯანსაღ მდგომარეობას.

რა სარგებელი მოაქვს კვერცხს ჩვენი ორგანიზმისთავის?

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას.

დღეში ერთი-ორი კვერცხი დაგეხმარებათ სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში. ის მდიდარია სელენით, ჩვენი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი მიკრომინერალით.

  • ამცირებს სტრესს და შფოთვას.

ისინი შეიცავენ აუცილებელ ამინომჟავებს, რომლებსაც შეუძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიმულირება სეროტონინის გამოთავისუფლებით, ნეიროტრანსმიტერი რელაქსაციის, სიმშვიდისა და კარგი განწყობისთვის.

  • მას შეუძლია გააძლიეროს კბილები და ძვლები.

კვერცი არის D ვიტამინის ნამდვილი წყარო, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივებით. ეს ვიტამინი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ზრდისა და განვითარებისთვის. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმს, რომელიც აუცილებელია სწორი მეტაბოლიზმის, კარგი საჭმლის მონელებისთვის და გულის ჯანმრთელობისთვის.

  • ის აუმჯობესებს აზროვნებას.

კვერცხი შეიცავს ქოლინს, ნაერთს, რომელიც სასარგებლოა აზროვნების პროცესისთვის. კვლევის მიხედვით, ქოლინის დეფიციტი ზრდის დემენციის, ნევროლოგიური დარღვევების, ალცჰეიმერის დაავადების და კოგნიტური დარღვევების რისკს.

  • კვერცხი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

კვერცხში დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას, კანისა და მხედველობის კარგ მდგომარეობაში ყოფნას, ასევე, ეს ვიტამინები მნიშვნელოვანია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კვერცხი განსაკუთრებით მდიდარია В2 და В12 ვიტამინებით. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამ ვიტამინებს გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვთ კოგნიტური ფუნქციის ნორმალურად მუშაობისთვის და საერთოდ, ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.

  • კვერცხები ასტიმულირებს წონის კლებას.

ის ხელს უწყობს მადის შემცირებას და ამცირებს ზედმეტი საჭმლის მიღების რისკს. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, დღის მანძილზე ნაკლებ კალორიებს იღებენ.

  • სასარგებლოა მხედველობისთვის

კვერცხში არის ორი ანტიოქსიდანტი, ლუტეინი და ზეაქსანტინი. რომლებიც იწვევენ მხედველობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, ის ამცირებს თვალის დაავადებების რისკს, როგორიცაა თვალის კატარაქტა და ყვითელი ლაქის დისტროფია.

შენიშვნა: სასურველი კვერცხი იყოს სოფლის.

Facebook კომენტარები