mobliurebi
mobliurebi

ეს მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ - აი რა უნდა იცედეთ!

გიყვართ ისპანახი და ფიქრობთ, რომ მას შეუძლია გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა? ეს ასეცაა! მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

ისპანახი მართლაც ჯანსაღი და ვიტამინებით სავსე ბოსტნეულია, რომელიც გამოიყენება როგორც შარდმდენ, ასევე საფაღარათო საშუალებად. ის ასევე ანთებისსაწინააღმდეგო მცენარეა.

თუ ისპანახი ერთ-ერთი თქვენი საყვარელი ბოსტნეულია, წაიკითხეთ ეს სტატია ბოლომდე, რათა გაიგოთ, თუ როგორ მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებლობა.

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. შეიცავს ფოლიუმის მჟავას, A, B, C, E ვიტამინებს, რკინას, მანგანუმს და კალიუმს.

მისის გამოყენებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადების განვითარება, რადგან ის შეიცავს ლუტეინისა და ზეაქსანტინის მაღალ შემცველობას. ამიტომ გამოიყენეთ იგი, რაც შეიძლება ხშირად!

მაგრამ არის რაღაც, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. არ გაათბოთ ისპანახი! სითბო გარდაქმნის მის ნიტრიტებს ნიტროზამინებად.

თუ გსურთ მიიღოთ საკვები ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, მიირთვით ახალი ისპანახი. თუ მისი მოხარშვა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ მეორე დღეს აღარ უნდა გააცხელოთ. ცივ ისპანახში ცუდი არაფერია.

ისპანახში შემავალი მიკროელემენტების წყალობით ხალხური მედიცინა იყენებს არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ ფესვებს და თესლს.  ამ მცენარის ნაყენი და ნახარში ორიენტირებულია სისხლის, ფილტვების დაავადებების მკურნალობაზე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების გადაჭრაზე. ფოთლოვანი ბოსტნეული ხელს უწყობს ჰიპერტენზიის, ბუასილის, ყაბზობისა და სისხლში შაქრის შემცირებას.

ისპანახში ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობა იძლევა უამრავ სამკურნალო თვისებას:

  • ვიტამინი K აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის.
  • რეტინოლი ხელს შეუწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ასევე გამოიმუშავებს კოლაგენს, რომელიც მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის.
  • ვიტამინი E მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციაში და ასევე აძლიერებს უჯრედების კვებას. ასე რომ მას "სილამაზის ვიტამინსაც" უწოდებენ და გამოიყენება სახის მოვლის ნიღბებშიც.
  • B ვიტამინები ზრდის კუნთოვანი უჯრედების რეგენერაციას, რაც მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის. ისინი ასევე ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის ნორმალიზებას, აუმჯობესებენ გულის კუნთის მუშაობას და აღადგენს რეპროდუქციულ ფუნქციას.
  • ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ბევრ მეტაბოლურ პროცესში, ზრდის სხეულის დამცავ თვისებებს.
  • ვიტამინი H აქტიურად მონაწილეობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის.

როგორ გავყინოთ ისპანახი სწორად:

  • გაყინვის მიზნით, ისპანახის ფოთლები ყვავილობის პერიოდის წინ უნდა გაიკრიჭოს.
  • კარგად გარეცხეთ და დაჭერით ზოლებად.
  • ჩადეთ მინის ჭურჭელში, დაასხით ცხელი წყლი და დაელოდეთ გაგრილებას
  • დაანაწევრეთ მწვანილი ხელებით და გადაიტანეთ შესანახ კონტეინერში.
  • გამოყენებამდე, მას არ სჭირდება მთლიანად გალღობა, საკმარისია ოდნავ შერბილებული იყოს.

ჩასვით ისპანახი თქვენი კვების ყოველდღიურ რაციონში და არ ინანებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება