მარტივი გზა მსხვრევადი ფრჩხილების გაძლიერებისთვის და სწრაფად ზრდისთვის სალონური მოვლის გარეშე.
სალონში მანიკურის გაკეთება, რომელიც რამდენიმე კვირა გაგიძლებთ, პრობლემას არ წარმოადგენს. დღესდღეობით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შილაკის გელით ფრჩხილების დაფერვა. ეს ერთგვარად უადვილებს ქალბატონებს საქმეს, მათ
სრული გარანტია აქვთ იმისა, რომ ორი კვირის განმავლობაში ფრჩხილიდან ლაქი
არ მოშორდებათ. ამ შემთხვევასი ნაკლებად სავარაუდოა რომ ფრჩხილი მოგტყდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ პროცედურის შედეგად ფრჩხილები ფუჭდება და მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. როგორ გავხადოთ გრძელი ფრჩხილები ძლიერი და არამსხვრევადი? არსებობს რამდენიმე დადასტურებული საშუალება და მხოლოდ ჩვენს რეგულარულ მკითხველს გავუმხელთ ამ საიდუმლოს.
თუ გსურთ, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
1. საკვები სოდა ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს.
მისი დახმარებით შეძლებთ სიყვითლისა და სოკოს მოშორებას. ჩაასხით ჯამში
თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ფრჩხილების
გარდა, ეს აბაზანა თქვენს კანსაც მოუხდება იგი მას ნაზსა და გლუვს
გახდის. შეგიძლიათ, სოდა მცირეოდენ წყალში გახსნათ და ფრჩხილებზე შეიზილოთ
რამდენიმე წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
2. იოდი გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში
დაგეხმარებათ. ეცადეთ, თვეში ერთხელ მაინც დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ
წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად კი ღამით წაისვით იოდის თხელი ფენა.
გაიმეორეთ თვეში ორჯერ და თქვენი ფრჩხილები შეინარჩუნებს სიმაგრესა და
სიჯანსაღეს.
3. სოდა+იოდი+მარილი ამ აბაზანის მიღების შემდეგ თქვენ
იდეალური ფრჩხილები გექნებათ. შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1სუფრის კოვზი
სოდა, 1სუფრის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. 10-15 წუთის განმავლობაში
ჩაალბეთ ხელები. დაინახვთ, რომ ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება და
გათეთრდება, გაქრება სიყვითლე, ლაქები და შავი ზოლები. ამ ნივთიერებების
დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს.
ფორმა
ფრჩხილები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გავიქლიბოთ. ქლიბი უნდა ვამოძრაოთ ერთი მიმართულებით, რათა ფრჩხილები არ აშრევდეს. არასოდეს მოიჭრათ ფრჩხილის კიდე ბოლომდე - შეიძლება ჩაიზარდოს.
მასაჟი
ხელებისა და ფრჩხილების მასაჟი ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდას და ამაგრებს მას.
ხელის კანი
არ ამოიგლიჯოთ ნუნები - ისინი სპეციალური საკვნეტით მოიჭერით. კუტიკულა (თხელი კანი) ძალიან ფრთხილად უნდა მოიშოროთ მხოლოდ სპეციალური დამარბილებელი საშულების გამოყენების შემდეგ.