mobliurebi
mobliurebi

Ნატურალური ხელნაკეთი კრემი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ბრენდირებულ კრემებს

vau.ge 1 12

რეცეფტის მომზადება და გამოყენება

Აიღეთ 50 გრ სუფთა ზეითუნის ზეთი, ჩადეთ მასში დარიჩინის ჯოხი დაჭრილი ნაჭრებად და 4-5 ცალი მიხაკი . თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ვარდის ფურცლები, დაამატოთ ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, პიტნის ფოთოლი.

ათი დღის განმავლობაში, ზეთი სანელებლებით უნდა დადგათ ბნელ და თბილ ადგილას, შემდეგ უნდა გადაწუროთ.

ახლა გადაწურულ ზეთის ნარევს დაუატეთ ფუთქკრის ცვილი (5 ჩაის კოვზი ზეთი - 1 ჩაის კოვზი ცვილი) და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, სანამ ცვილი არ დნება. კარგად გადარიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

Შემდეგ დაამატეთ 1კოვზი ცაცხვის (ან ნებისმიერი მსუბუქი ყვავილის) თაფლი, 2 წვეთი ვარდის ზეთი, 1 წვეთი ნებისმიერი ციტრუსის ზეთი (გამოიყენეთ ფორთოხლის კანი - ფორთოხლის ზეთი, თუ ლიმონის კანი - ლიმონის ზეთი).

დაამატეთ ილანგ-ილანგის 2 წვეთი უფრო მგრძნობიარე სურნისთვის (სურვილისამებრ). ისევ კარგად აურიეთ. თუ კრემი თხელია, დაამატეთ ცოტა ცვილი, თუ ეს უფრო სქელი გამოვიდა, ვიდრე საჭიროა, დაამატეთ ზეითუნის ზეთი.

შემდეგ გადაიტანეთ კრემი ლამაზ ჭურჭელში ან ქილაში და მზადაა გამოსაყენებლად. წაისვით დილას და საღამოს. დააკვირდით კანზე თუ რაიმე სახის ალერგია გამოიწვია შეწყვიტეთ გამოყენება.

კრემის გამოყენებამდე სასურველია მისი გახურება, ერთი კოვზი კრემი შეათბეთ ორთქლზე და შწმდწგ წაისვით.

შედეგი: კანი ხდება გლუვი, რბილი, მოვლილი, გამოირჩევა სასიამოვნო სუნით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება