mobliurebi
mobliurebi

წამალი, რომელიც აუმჯობესებს ვარიკოზული ვენების მდგომარეობას. 

vau.ge 4 5

ვარიკოზული გაგანიერება ძალიან გავრცელებული პრობლემაა!
ჩვენ გაგიზიარებთ იაფ, მაგრამ ეფექტურ რეცეპტს, იგი ათავისუფლებს მტკივნეულ შეგრძნებებს, რომელიც გამოწვეულია  ვარიკოზული ვენებით.

ეს გადასარევი ნარევი გეხმარებათ, თუ ფეხები ძალიან გადაღლილი გაქვთ და ტკივილი გაწუხებთ.

Თქვენ დაგჭირდებათ:

  • უმი კარტოფილი
  • საკვების შესახვევი ცელოფანი

გამოყენება

წაისვით გახეხილი უმი კარტოფილი  ფეხებზე, შეიფუთეთ ამ ცელოფნით. გაიჩერეთ ფეხზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ  ჩამოიბანეთ კარტოფილი გამინარე წყლით.

კარტოფილის სახამებლის ნიღაბი შესანიშნავად ატონიზირებს სისხლძარღვებს! თქვენ დაუყოვნებლივ იგრძნობთ შვებას, განსაკუთრებით თუ ვენების მახლობლად არის შეშუპება.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ ეს მეთოდიც. გაგანიერებული ვენების ადგილი, დღეში რამდენჯერმე დაისველეთ ახალი კარტოფილის წვენით და შეიკარით კარტოფილის წვენში დასველებული ბინტით ან სხვა ქსოვილით. კარგი იქნება თუ ამ პროცედურებს თან დაურთავთ კარტოფილის წვენის მიღებას.

კარტოფილი როგორც მკურნალი

ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად.

კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ სა­შუალებას. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ - ძირითადი კომპონენტიც.

ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს. უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით). მას რთავენ გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება