mobliurebi
mobliurebi

ამ მეთოდით შევძელი ჩიყვის განკურნება

vau.ge 2021 07 10T182128.172

ჩიყვი ძალიან გავრცელებულია, ამ დაავადებამ არც მე ამიარა გვერდი. ვგრძნობდი, უარესობისკენ მივდიოდი, ჯირკვალი უკვე ისე გაიზარდა, რომ თვალში გეცემოდათ. კომპლექსური მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებიც მეცადა.

ინგრედიენტები:

  • ½ ჩაის ჭიქა წიწიბურის მარცვლები
  • ½ ჩაის ჭიქა ნიგოზი
  • ½ ჩაის ჭიქა თაფლი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით კარგად დაფქვით წიწიბურის მარცვლები.
  2. რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ ნიგოზი ან გაატარეთ ის ხორცსაკეპში და შემდეგ დაუმატეთ მომზადებულ წიწიბურის ფქვილს.
  3. მშრალ მასას დაასხით თაფლი და კარგად ამოურიეთ.
  4. მოათავსეთ მასა მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

ენდოკრინული სისტემის დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ჩიყვი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფარისებრი ჯირკვლის  ნებისმიერ დაავადებას ჩიყვს უწოდებს, თუმცა ტერმინი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ნიშნავს.

ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს იოდდეფიციტის პირობებში, რაც ხშირია იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში. ასეთ შემთხვევაში, ამ პათოლოგიას, ენდემურ ჩიყვს ვუწოდებთ. ფარისებრი ჯირკვალი ზომაში შეიძლება გადიდდეს აუტოიმუნური დაზიანების შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ფუნქციური დარღვევაც.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს შესაძლოა განვითარდეს ფუნქციური სიჭარბე – ჰიპერფუნქცია, ჰიპერთირეოზი ან ნაკლებობა – ჰიპოფუნქცია, ჰიპოთირეოზი.

ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია: ოფლიანობა, წონის კლება, ხელების კანკალი, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გულისცემის აჩქარება, შესაძლოა გამოვლინდეს კუჭის გახშირებული მოქმედებაც, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.

აიღეთ 100 გ ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ ჭამამდე.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება