ექიმი მერი ნიუპორტი თვლის, რომ ქოქოსის ზეთი ტვინისთვის ალტერნატიული საშუალებაა. ის ფიქრობს, რომ ქოქოსის ზეთს ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ შედეგი შეიძლება ჰქონდეს. თეორიის გამართლების შემთხვევაში, ეს წლების აღმოჩენა გახდება.ექიმ ნიუპორტს თავისი ისტორია აქვს ალცჰაიმერთან დაკავშირებით. მისი ქმარი, სტივი პროგრესირებადი დემენციით იტანჯება. ექიმი ამ ამბავს ასე იხსენებს: „ არის დღეები, როცა ის ნისლშია: არ შეუძლია იპოვოს კოვზი ან არ ახსოვს, როგორ გამოიღოს წყალი მაცივრიდან.“
ნიუპორტმა შენიშნა, რომ მის ქმარს მოკლე მეხსიერება არ აქვს და ინფორმაცია კვლავ სადღაც ტვინში იმალება. კაცმა წამლების მიღება დაიწყო, ფიქრობდა, პროცესი შენელდებაო. მაგრამ პირიქით… მას დაეწყო დეპრესია, დაიკლო წონაში, დაავიწყდა საჭმლის მომზადება, კალკულატორის გამოყენება და მარტივი სავარჯიშოების შესრულება.
იმედის პოვნა: რამდენიმე კვლევა აღნიშნავს კეტონური სხეულების ეფექტურობას ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ. როგორც ექიმი ნიუპორტი ამბობს: „კეტონურის სხეულები ეხმარებიან ტვინს გამოჯანმრთელდნენ ჟანგბადის დაკარგვის დროს, ეხმარება გულს გამოკეთებაში და ებრძვის კიბოს უჯრედებსაც.
ორგანიზმის უჯრედებს შეუძლიათ გამოიყენონ კეტონური სხეულები, როგორც ალტერნატიული საწვავი. ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში გარკვეული ნეირონები ვერ იღებენ გლუკოზას და კვდებიან. თუ ეს უჯრედები კეტონურ სხეულებს მიიღებენ, ისინი გადარჩებიან და ფუნქციონირებასაც გააგრძელებენ.
შედეგები: ექიმმა ნიუპორტმა გადაწყვიტა ქმრისთვის ქოქოსის ზეთის დღიური დოზა გაეზარდა. კაცი ყოველდღიურად ორჯერ 2 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს იღებდა. ნახევარი წლის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გახდა მოლაპარაკე, ამბობდა ხუმრობებს, იყო ბედნიერი. ერთი წლის შემდეგ კი ის სხვა პიროვნებად წარსდგა. მართალია, მას კვლავ ავიწყდება, თუ სად დადო ესა თუ ის ნივთი, მაგრამ თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობაში, აღარ აქვს სირთულე სიტყვების დამახსოვრებასთან და მისი სახის გამომეტყველებაც ნორმალური გახდა.
როგორც ჩანს, შესაძლებელია ქოქოსის ზეთმა ეს პროცესი შეანელა ან საერთოდ შეწყვიტა.