mobliurebi
mobliurebi

საფუარი ნიღაბის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები

2 ს/კ საფუარი
6 ს/კ თბილი რძე
1 ს/კ თაფლი
3 ს/კ სახამებელი
რამდენიმე წვეთი E ვიტამინის ზეთი
რამდენიმე წვეთი A ვიტამინის ზეთი

ამ რეცეპტისთვის აუცილებელია ცოცხალი საფუარის გამოყენება, რადგან გამომშრალი საფუარი არ გამოგადგებათ.

მომზადების წესი:

აურიეთ 2 ს/კ საფუარი თბილ რძეში და დააცადეთ 20 წუთი თხევადი მასკის საფუძველის მისაღებად. შემდეგ მიღებული ნაზავიდან ცალკე ჭურჭელში გადაიღეთ 8 კოვზი და დაამატეთ თაფლი.

ჩაამატეთ ნაზავში კარტოფილის სახამებელი და კარგად აურიეთ რძის მსგავსი სითხის მიღებამდე, შემდეგ კი ჩაუმატეთ ვიტამინების ზეთები.

ნაზად ჩააწეთ ნაზავში ფუნჯი და წაისვით ნიღაბი კანზე. აუცილებელი არაა მისი წასმა თვალების და პირის გარშემო, თუმცა საჭიროა ნიღაბი რამდენიმე ფენად გადაისვათ სახის კანზე.

3YLDj

დაელოდეთ პირველი ფენის გაშრობას 1 წუთი და შემდეგ გაიმეორეთ წასმის პროცესი. შეაასრულეთ ეს მოქმედება ხუთჯერ და წაისვით ნაზავი ყელის და დეკოლტეს არეშიც.

დაიტოვეთ ნიღაბი კანზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლის გამოყენებით. საფუარის ნიღაბით კანის ეფექტურად გასაჯანსაღებლად მსგავსი პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე, მინიმუმ 15 დღის განმავლობაში.

ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები

საფუარი ამინომჟავებს შეიცავს, რაც კანის ელასტიურობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ეს ასევე გაასწორებს დანაოჭებულ უჯრედებსაც. საფუარი კანის ფორებიდან მოგაშორებთ ტოქსინებს და მკვდარ უჯრედებსაც.

თაფლი აქტიური ფერმენტის როლს ასრულებს და კანის გასუფთავებასთან ერთად სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

A და E ვიტამინები კანის გათხელებისგან და ანთებისგან დაგიცავენ.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება