ხანგრძლივი ძილის შემდეგ კვლავ დაღლილ მდგომარეობასი გაღვიძება უამრავი ადამიანის პრობლემას წარმოადგენს. თუკი თქვენც გაწუხებთ მსგავსი სახის ასპექტი, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები სწორ გზაზე დაგაყენებთ. ამ რჩევების გათვალისწინებით ხარისხიანად გამოიძინებთ და ენერგიის ნაკლებობასაც მარტივად დაივიწყებთ.

1 3

ძილის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი რამდენიმე ფაზას გადის, რომელთა ხანგრძლივობა და სიღრმე განსხვავებულია. როგორც წესი ძილის პერიოდი 5 სრული ციკლისგან შედგება. შესაბამისად რეკომენდირებულია მინიმუმ 7.5 – 8 საათის ხანგრძლივობის ძილი.

მსგავსი გრაფიკის დახმარებით თქვენ ძილის მეორე ფაზის დასრულებისას გაიღვიძებთ, რისი საშუალებითაც სიზმრები აღარ გემახსოვრებათ, მაგრამ კუნთები ადვილად გამოფხიზლდებიან. უფრო დიდი ხნის განმავლობაში ძილის შემდეგ გაღვიძება ბევრად უფრო რთულია, რადგან თქვენი ორგანიზმის მიერ ქიმიური პროცესების დასრულებას უშლით ხელს.

დაძინებისთვის საუკეთესო პერიოდია საღამოს 7 საათსა და შუაღამეს შორის.

2 2

ალკოჰოლის დალევას, კომპიუტერის, ტელევიზორის ან ტელეფონის ეკრანის წინ ჯდომას ძილის ხარისხის შემცირება შეუძლია.

გვიან მირთმეული კერძები, განსაკუთრებით მარილიანი და ზეთიანი საჭმელები ასევე გაგიუარესებთ ძილის ხარისხს. ამის გამო უმჯობესია საღამოს მიირთვათ ისეთი საჭმელები, რომელიც პირიქით ხელს შეუწყობს ჯანსაღ ძილს. ასეთი პროდუქტების სიაში შედის ნუში, ბანანი და თბილი რძე.

ძილით განტვირთვაში ხელს შეიძლება მედიკამენტების მიღებაც გიშლიდეთ

ასევე დასვენებული ვერ გაიღვიძებთ იმ შემთხვევაშიც, თუკი საწოლის გვერდით ტელეფონს ან სხვა ელექტრონულ ხელსაწყოს დატოვებთ ჩართულ მდგომარეობაში.

3

ელექტრონული ხელსაწყოების ეკრანების მიერ გამოყოფილი გამოსხივება ორგანიზმში მელატონინის წარმოებას აფერხებს, ეს ჰორმონი კი აუცილებელია თქვენი სხეულის ძილისთვის მოსამზადებლად.

კარგად გამოძინებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის ორგანიზმს ასევე ოთახში შესაფერისი ტემპერატურის არსებობაც სჭირდება. საძინებელში ოპტიმალური ატმოსფეროს შესაქმნელად 18-21 გრადუსი საკმარისია.

სასურველია ასევე გაანიავოთ ოთახი დაძინების წინ. ასევე თავი უნდა შეიკავოთ ვარჯიშისგან მინიმუმ დაძინებამდე 1 საატით ადრე. ამის მაგივრად აჯობებს თუ ნელი ტემპით გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე.

ძილის წინ დაძაბული მენტალური ან ფიზიკური სამუშაოს შესრულება ტვინის აქტივობის გაზრდას გამოიწვევს, რაც ასევე ხელს შეგიძლით კარგად გამოძინებაში.

Facebook კომენტარები