e18394e183a1 e183a1e18390e183a1e18398e18399e18395e18393e18398e1839ae1839d e183a8e183aee18390e1839be18398 e18397e183a5e18395e18394 5ec8344d5b83a

თუ სწრაფად იღლებით და გულისრევის შეგრძნებები გაქვთ, შესაძლებელია ეს მძიმე ლითონებით მოწამვლის შედეგი იყოს.
რა თქმა უნდა, ყველა მძიმე ლითონი ტოქსიკური არ არის. მაგალითად რკინა, ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ტოქსიკურ ლითონების რიცხვშია: ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ალუმინი და დარიშხანი. ეს ნივთიერებები ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, ასე რომ მოწამვლის სიმპტომებს თავიდან ვერც ამჩნევთ, თუმცა ეს ორგანიზმისთვის ძალიან სახიფათოა.

e18394e183a1 e183a1e18390e183a1e18398e18399e18395e18393e18398e1839ae1839d e183a8e183aee18390e1839be18398 e18397e183a5e18395e18394 5ec8344fca4b0
ტყვია
ტყვია ტოქსიკური მძიმე ლითონია. ის ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს ჯანმრთელობის ფართო სპექტრის დარღვევებს. მართალია ბოლო წლებში განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ დაიწყო ტყვიისგან გამოთავისუფლებული საწვავის და საღებავების გამოყენება, მაგრამ მოწამლული ადამიანების რიცხვი მაინც საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებით, 2013 წელს ტყვიით მოწამვლის შედეგად, 143 000 ადამიანი გარდაიცვალა. ტყვია ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ბავშვებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც ის ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. თუ ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ეჭვი გეპარებათ, ანალიზი გაიკეთეთ. გაუფრთხილდით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას.

ვერცხლისწყალი
ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევადი სახით გვხვდება. იმის მიუხედავად, რომ ის თერმომეტრებში და თერმოსტატებში გვხდება, მოწამვლის ძირითადი წყარო ამალგამის კბილების ბჟენები ( ამალგამა – შენადნობი, რომლის ერთ – ერთი კომპონენტია ვერცხლისწყალია), ვაქცინები და თევზია. მოწამვლის რისკების შესამცირებლად, რაციონში თევზის, განსაკუთრებით კი, თინუსის რაოდენობა შეამცირეთ, ან თევზის ქონის დანამატები გამოიყენეთ.

Facebook კომენტარები