უგემრიელესი აჯაფსანდალის რეცეპტი ზამთვრისთვის

ინგრედიენტები

ბადრიჯანი – 6 კგ, ხახვი – 2 კგ, წითელი ბულგარული წიწაკა – 3 კგ, მწარე წიწაკა – 3-5 ცალი, პომიდორი – 5 კგ, ნიორი – 3 მოზრდილი თავი, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ზეთი – 1 ლ, შაქარი – 2 ს/კ, მარილი – 4 ს/კ
მომზადების წესები

 ეს რეცეპტი ერთ-ერთ პოპულარულ კულინარიულ ჯგუფში გავრცელდა და გთავაზობთ უცვლელად: ყველაფერი რაც გასარეცხია გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ. ბადრიჯანი არ იფრცქვნება, კუბიკებად დაჭრილს ვაყრით მარილს, ვასხამთ წყალს და ვტოვებთ სიმწარის გასაცლელად, შემდეგ ვღვრით წყალს ვავლებთ გამდინარ წყალს და მსუბუქად ვწურავთ. ბულგარულს ვაცლით თესლებს და ვჭრით. პომიდორს ვმდუღრავთ ვფრცქვნით და ვჭრით. ხახვს ვჭრით არც თუ ძალიან წვრილად ( ნუ საშუალიდ) მწარე წიწაკას და მწვანილს ვჭრით, ნიორს ვჭყლეტთ საჭყლეტით.

hqdefault 1მზადდება საშუალო ცეცხლზე, სასურველია დადგათ გამანაწილებელზე რათა დაიზღვიოთ თავი ქვაბის ძირზე მიკვრისა და მიწვისგან.

ბოლო ეტაპი: ქვაბში მოთავსების თანმიმდევრობა ვხრაკავთ ხახვს, შემდეგ მასში ვუშვებთ ბულგარულს და ვთუშავთ, შემდეგ საერთო მასაში მიდის ბადრიჯანი და მწარე წიწაკა, ვამატებთ დარჩენილ ზეთს სრულად, როდესაც ბადრიჯანი კარგად შეითუშება ვუმატებთ პომიდორს, შაქარს და მარილს, ველოდებით დუღილის დაწყებას, დუღილი დაიწყო და ვინიშნავთ საათს, უნდა იდუღოს ნახევარი საათი, პერიოდულად ვურევთ. შემდეგ ვუშვებთ ნიორს და მწვანილს და ვადუღებთ კიდევ 15 წუთი. თან ისევ ვურევთ პერიოდულად, მწვანილის და ნივრის ჩაშვების შემდეგგაზზე უკვე ვდგამთ დიდ ქვაბს ქილებია და ხუფების სასტერილოდ. ხოდა ვიღებთბ თუ არა ქილას მდუღარე წყლიდან ფრთხილად და ყურადღებით ვდებთ მასში მდუღარე მასას, კარგად ვტკეპნით (სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე, უტრამბოვივაემ ანუ) მზა სადილის მასას ჰაერი რომ არ შეყვეს , ქილას ვავსებთ სულსულ პირამდე ვადებთ ზედ მდუღარედან ამოღებულ ხუფს და ვხუფავთ სახუფით. ფრთხილად ვაბრუნებთ ქილას და ვდებთ თბილ სადგამზე. პროცესის დასრულებისთანავე ვფუთავთ ქილებს გაცივებამდე.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები