მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში პროდუქციის შეძენისას, თქვენ შეგიძლიათ საგრძნობი ეკონომია გააკეთოთ და დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი, თუ გაითვალისწინებთ გარკვეულ წესებს. თქვენ რაც მოგეთხოვებათ არის ის, რომ შეძენის პროცესში იყოთ ყურადღებით.
- გაწერეთ და გაანაწილეთ თქვენი მენიუ დაახლოებით ერთ კვირაზე. შესაძენი პროდუქტები გაითვალისწინეთ ამ ვადისთვის. არ ღირს პროდუქტების შეძენა მაინც და მაინც სადილის ან ვახშმის წინ – ამ შემთხვევაში ბევრად მეტი დაგეხარჯებათ.
- მარკეტებში არ შეიძინოთ წინასწარ გამზადებული კერძები, არც დაჭრილი პროდუქცია (მაგ: ყველი, ძეხვი და ა.შ.) სერვისისათვის ფასი იქნება რა თქმა უნდა მეტი. შეიძინეთ ინგრედიენტები და ისე მოამზადეთ კერები, ასევე თქვენ დაჭერით შეძენელი პროდუქცია. ამ ხერხით გამოგივათ ეკონომია
- სუპერ და ჰიპერ – მარკეტებში არ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნივთები. როგორც წესი, ეს ნივთები ფასდაკლებულია, თუმცა სპეციალურ მაღაზიებში, ისინი ფასდაკლების გარეშეც კი ბევრად ნაკლები ღირს ვიდრე ჰიპერმარკეტებში, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
- შეეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები ფასდაკლების დროს. როგორც წესი სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში წინასწარაა დაგეგმილი ფასდაკლებების ცხრილი – მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები ამ დროს.
- გამოიყენეთ დისკონტური ბარათები, ან ის ბარათები, რომლებიც რიგდება ხშირი მომხმარებლებისთვის. ქულბის დაგროვების შემდეგ, არ არის საჭირო ერთიანად დახარჯოთ ყველაფერი. შემოიფარგლეთ პროდუქციის თქვენთვის ჩვეულებრივი ასორტიმენტით.
- როგორც წესი, ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტებს ათავსებენ ვიტრინების ცენტრში. მოძებნეთ პროდუქცია ქვედა ან ზედა თაროებზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ახალი და ციცხალი პროდუქცია ექცევა ვიტრინის შიგნით ღრმად.
- არ ღირს პროდუქციის შეძენა სალაროებთან. ისინი როგორც წესი ბევრად ძვირია მსგავსივე პროდუქციაზე. ანალოგიური პროდუქტები სხვა მაღაზიებში ბევრად იაფი ეღირება.
- ზოგადად შეეცადეთ იშოპინგოთ სხვადასხვა მაღაზიებში. სხვადასხვა მომწოდებლების გამო, შესაძლოა მსგავსი ტიპის პროდუქციას სხვადასხვა ფასი ქონდეს. დააკვირდით, რა ტიპის პროდუქცია რომელ მაღაზიებშია უფრო იაფი და ამის მიხედვით გაანაწილეთ სად რა შეიძინოთ.
- შეეცადეთ არ იშოპინგოთ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, ან ძალიან გშიათ. ამ დროს ბევრად დიდია რისკი, რომ შეიძინოთ ის ნივთები და პროდუქტები, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ.
- ყურადღება მიაქციეთ დაფასოებას. მაგ: როცა თქვენ გსურთ იყიდოთ გამაგრილებელი სასმელი სუფრისთვის, არ შეიძინოთ 10 ცალი 1 ლიტრიანი, შეიძინეთ 5 ცალი 2 ლიტრიანი, ასე ბევრად დაზოგავთ ფულს. მსგავსი რამ შეიძლება სხვადასხვა პროდუქტებზე გააკეთოთ.
- და ბოლოს, რა თქმა უნდა აუცილებლად შეამოწმეთ ჩეკები სალაროსთან. თუ რამის ფასი არ დაემთხვა, მოითხოვეთ იგივე ფასში მოგცენ პროდუქცია რაც დახლზე ეწერა. ასევე შესაძლოა ტექნიკური შეცდომის გამო 1 პროდუქი 2 ჯერ ან რამდენჯერმე იყოს გატარებული. შეამოწმეთ ჩეკი!